11:33 PM ზაზა თვარაძე - მუტანტები (მათემატიკა) / zaza tvaradze - mutantebi (matematika)
|
- თიკო, თიკო პატარა, კარგად დაუფიქრდი, თქვი, რამდენი იქნება ას-ოთხმოცდა-შვიდი?
თიკომ მკვირცხლად დახედა ხელებსა და ფეხებს: - სულ თექვსმეტი თითი მაქვს, თუ არ ჩავთვლით ნეკებს.
- მიათვალე ნეკებიც! - დაუყვავა მამამ. - რომ არა მაქვს ნეკები? დაგავიწყდა განა?
- მაშ სხვებისაც დათვალე, წესით უნდა გეყოს. - პაპას ექვსი თითი აქვს, ცხრა თითი აქვს ბებოს,
დედას ათი თითი აქვს ხელებსა და ფეხზე (ცალფეხაა დედიკო, მიტომაც წერს ლექსებს)
ჩვენს ხეიბარ ბიძიას აქვს ცამეტი თითი, ლალის ოცი თითი აქვს, გელას - ოცდაშვიდი,
უფრო მეტი ყველაზე მალხაზსა აქვს ალბათ - იმ დღეს დიდხანს ვუთვალე, ბოლოს დავრჩი სახტად:
იმ ონავარს ჰქონია სამოცდაცხრა თითი, ორმოცი აქვს პატარა, ოცდაცხრა კი - დიდი,
რვა თითი აქვს მამიდას, ამდენივე - ძალოს... დავიღალე! არ მინდა! მეტი რაღა ვთვალო!?
- სულ რამდენი დათვალე? - ჰკითხა მამამ თიკოს - ალბათ ას-ოთხმოცზედაც ექვსით მეტი იყო!
- მაშ ერთი დაგრჩენია, მიათვალე ისიც! - ის ერთი ხომ შენია, მეტი არავისი!
ჩემო კარგო, ცალთითა, ცალტვინა მამიკო! ამდენს ხომ არ დავთვლიდი, კარგი რომ არ ვიყო?!
- ყოჩაღ, ყოჩაღ, შვილიკო, სიხარულო მამის, ახლა მითხარ, რას უდრის შვიდას-ოცდა-სამი?
მერე კი ერთ უბრალო ამოცანას გკითხავ, დაუკვირდი, დაფიქრდი, რამდენია მითხარ
ხუთას-სამოცდაექვსი- მილიონ-ას-შვიდი- ათას-სამას-ოთხმოცდა- თხუთმეტს პლიუს შვიდი...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 800 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: poeti, leqsebi, zaza tvaradze, ლექსები, poezia, პოეტი, პოეზია, leqsi, ლექსი, ზაზა თვარაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|