მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ზაზა თვარაძე - ბულტერიერი ციცინო (გეოგრაფია) / zaza tvaradze - bughalteri cicino (geografia)
11:36 PM ზაზა თვარაძე - ბულტერიერი ციცინო (გეოგრაფია) / zaza tvaradze - bughalteri cicino (geografia)
|
სულ ძაღლივით რომ მიღრენ საყვარელო ციცინო, არ ჯობია, ძაღლივით კუდი გამიქიცინო?!
ჩამიგორდე ფეხებში მხიარული ხვანტალით, ან ჯოხს გადევნებულმა გაადინო ზღართანი,
გაცუნცულდე ეზოში, გაეკიდო ფისუნებს, მოვა ხვადი ქოფაკი, უკანალში გისუნებს,
ანდა მთაში წახვიდე, ცხვარს დაუდგე დარაჯად, იყეფო და იცქმუტო როცა მგელი არა ჩანს,
ან სოფელში - აყმუვლდე მთვარის მწარე სახმილით, დილას იალაღისკენ გაირეკო ნახირი,
ან შორეულ ტუნდრისკენ გაედევნო მარხილებს, და უსმინო, ნარ-ეკლებს ქარი როგორ ახივლებს,
გადასერო ლანდივით გაყინული ზეგნები, დაებღერტო ცეცხლისპირს მოხდილ ვალის შეგნებით,
ანდა ისევ ქალაქში გახდე ბულტერიერი, გაიარო გვერდულად მომცრო ვირის იერით,
დააფეთო ქუჩაში ვიღაც სულ სხვა ციცინო, რომ შენს ონავრობაზე ყველამ ბევრი ვიცინოთ
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 814 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: ლექსები, პოეზია, zaza tvaradze, leqsi, leqsebi, ლექსი, poezia, პოეტი, poeti, ზაზა თვარაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|