Загрузка...
ზაზა თვარაძე - ქარში მთვარეს / zaza tvaradze - qarshi mtvares - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 4:36 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ზაზა თვარაძე - ქარში მთვარეს / zaza tvaradze - qarshi mtvares


11:37 PM
ზაზა თვარაძე - ქარში მთვარეს / zaza tvaradze - qarshi mtvares
ქარში მთვარეს ეშინია
საკუთარი სიცივის,
შიშით სახე შეცვლილი აქვს,
შეშლილი აქვს სიცილი.
ეშინია, რომ მიწიდან
ვინმე ეჭვით შეხედავს,
რომ უეცრად გააღვიძებს
ცივი ხელის შეხება.
ქარში მთვარეს გაცლილი აქვს
შარმი, შარავანდედი,
დასცინიან, დასცინიან
ბაღში ფარშავანგები.
ვეღარ ხედავს ჩვეულ სიზმრებს,
სახეს მალავს ჩრდილებში,
რომ უცებ არ გამოფხიზლდეს
სასტიკ სინამდვილეში.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 820 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ლექსები, leqsebi, poeti, leqsi, პოეტი, პოეზია, poezia, zaza tvaradze, ზაზა თვარაძე, ლექსი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0