Загрузка...
ზაზა თვარაძე - ბავშვები ქვიშაში / zaza tvaradze - bavshvebi qvishashi - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 4:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ზაზა თვარაძე - ბავშვები ქვიშაში / zaza tvaradze - bavshvebi qvishashi


11:47 PM
ზაზა თვარაძე - ბავშვები ქვიშაში / zaza tvaradze - bavshvebi qvishashi
ჩავალ ეზოში, გადავხედავ პატარა ბავშვებს.
ცარცით ასფალტზე შემოვხაზავ
დიდ კითხვის ნიშანს.
ქარი ქრის, ეზო ქარით არის პირთამდე სავსე.
ქარი წაიღებს ჩამოცვენილ ფოთლებს
და ქვიშას.
მე ვხედავ ბავშვებს,
და Aჩამავალ მზის მყიფე სხივებს
და უნებურად მაგონდება, რომ ეს ქვეყანა
არის იგივე _ მუდამ, მუდამ არის იგივე,
ეს ქვიშაც მუდამ ისე ყრია, როგორც ეყარა.
ჩავალ ეზოში. გადავხედავ ქვიშაში ბავშვებს.
ისინიც ისე მიყურებენ დიდი თვალებით
როგორც გნომები...
ეჭვითა და სიფრთხილით სავსე
ავალ ჩემს სახლში, ქვეშაგებში ჩავიმალები
და არ ვიფიქრებ არც ქვიშაზე და აღარც ცარცზე
არც სხვა რაიმე მინერალზე,
რაც ქვეყნად არი,
რომ საღამოა,
და რომ ცარცით მიწაზე ნაწერს
მალე გადაშლის წვიმისა და სიბნელის ჩვარი.

მასალის წყარო —LitKlubi.Ge


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 781 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: პოეტი, poezia, leqsi, ლექსები, zaza tvaradze, leqsebi, პოეზია, ლექსი, ზაზა თვარაძე, poeti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0