წარსულის ბაღებში ჩიტები სხდებიან და მწითურ ნათელში აფენენ ჰანგებს გაიგე? ეს მხოლოდ ჩიტების ხმებია თუმცა შენ არ ჰგავხარ ამ ჰანგის გამგებს. მეც ეს ყველაფერი გიამბე განგებ რომ მეთქვა რაიმე _ არ ვიცი რისთვის _ ბავშვებზე, ბაღებზე, გინდ _ ბაღის გამგეზე, ადრე რომ ცხოვრობდნენ, იმ დიდი ცის ქვეშ, იქ, სადაც ტოტებზე ჩიტები სხდებოდნენ და ჟასმინის მსგავსი პატარა გოგო რაღაც საიდუმლოს ანდობდა მეგობრებს: მეც მათში ვიყავი _ არ ვიცი, როგორ.