მთავარი » 2018»თებერვალი»2 » ზაზა თვარაძე - მე შემხვდა მკვდარი მეგობარი და მითხრა / zaza tvaradze - me shemkhvda mkvdari megobari da mitkhra
11:52 PM
ზაზა თვარაძე - მე შემხვდა მკვდარი მეგობარი და მითხრა / zaza tvaradze - me shemkhvda mkvdari megobari da mitkhra
მე შემხვდა მკვდარი მეგობარი, და მითხრა: ქალაქს ვეღარ დავცილდი, ვერ დავცილდი... ვეღარ დავცილდი. მე მისი მკვდარი საუბარი მართმევდა ძალას, მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერა - ვეღარ დავცილდი.
უცნაურია! - მე შევძახე - რომ ამ დიდ სიზმარს ამქვეყანაზე არაფერზე მე არ გავცვლიდი, არ გავცვლიდი, მე არ გავცვლიდი!.. ჩემს წინ კი მკვდარი მეგობარი ამბობდა მისას: რომ ვერ დასცილდა, ვერ დასცილდა - ვერც მე დავცილდი.
ეს ყველაფერი დაწყევლილი ქალივით ძრწოდა, ეს ყველაფერი თრთოდა, როგორც შავი შროშანი. უცნაურია - როგორ კარგავ თვითეულ გრძნობას, თითქოს გართმევენ საბადებელს ბოლო გროშამდი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..