Загрузка...
ზაზა თვარაძე - ედგარი / zaza tvaradze - edgari - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 4:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ზაზა თვარაძე - ედგარი / zaza tvaradze - edgari


11:53 PM
ზაზა თვარაძე - ედგარი / zaza tvaradze - edgari
ერთ დილას, როცა ტკბილ ძილბურანში
მე ვიჯექი და ვამუღამებდი
ჩემი ძილიდან და ღვიძილიდან
აღმოცენებულ მთვარეულ ფიქრებს,
როცა ქუჩიდან ყვავის ჩხავილი,
დაღლილი, როგორც შავი ყვავილი
მახსენებდა, რომ უნდა ვიბრძოდე
ამქვეყანაზე ვარსებობ ვიდრე,

როცა შორეულ სანაპიროდან
ქარში აღწევდა ხმა მანქანების
და უხილავი ცოცხის შრიალი
პირს უფატრავდა გაშოტილ ქალაქს,
მე უცნაური განცდა მეწვია -
რომ ჩემი ყოფნა მხოლოდ ეჭვია,
რომელიც სურვილს გადაეჩვია
და სიხარულის დაკარგა ძალა.

მე აღარ მახსოვს - რა დილა იყო,
ავი რა იყო, კარგი რა იყო,
რას ვაპირებდი იმ დღეს საერთოდ,
რას მაუწყებდა კედლიდან ჯვარი,
სად არის სული, ანდა სამოთხე,
რა უნდა მოხდეს, ანდა - არ მოხდეს
ან ხანი როგორ უნდა გამოხდეს
ამ ქანცგაწყვეტილ მზითა და მთვარით.

ჩემს ოთახში კი ვიღაც ყვიროდა -
ხმები ქუჩათა, საპატიმროთა,
ხმები ჩაწყვეტილ საბაგიროთა
ენარცხებოდნენ ოთახის კედლებს.
ხმები, რომლებმაც ლანდად მაქციეს,
მე მაგონებდნენ რაღაც საქციელს,
რაღაც ერთადერთ, ნამდვილ საქციელს,
რომლის ჩადენა ვერასდროს შევძლე.

გაუშვი, ქვეყნად ვიღაც ბრაზობდეს,
ვიღაც ანგლობდეს, მატრაბაზობდეს,
ვიღაცას გული გადარაზოდეს,
ვიღაც გალაღდეს, ვიღაცას შერცხვეს,
ვიღაცას თავიც აღარ ახსოვდეს,
არც გაახსენდეს - აღარასოდეს,
მე მოვიგონებ იმ ერთ საქციელს,
რომლის ჩადენა ვერასდროს შევძლე,

ურომლისოდაც დრო შეიცვალა,
ამქვეყანაზე დარდმა იძალა,
თითქოს ვიღაცა გარდაიცვალა
და მისგან დარჩა ფერმკრთალი ლანდი,
და მხოლოდ ხმები საპატიმროთა,
ხმები ჩაწყვეტილ საბაგიროთა
აღიარებდნენ უთქმელ პირობად,
რომ სინამდვილე აღარ ჰგავს ნამდვილს.

დაღლილი, როგორც შავი ყვავილი,
მინარეთებზე მდგარი ალივით,
მე ფოლორცებში ჭმუნვით გავივლი
და მოვიგონებ ყოველთვის ერთ დღეს,
როცა მოწყინდათ ჩიტებს სირობა,
მავთულზე ხტომა, მებოძირობა,
როცა დუმილის დადეს პირობა -
როცა ჭყივილი მობეზრდათ მერცხლებს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 793 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: პოეტი, ზაზა თვარაძე, zaza tvaradze, პოეზია, poezia, poeti, ლექსი, leqsebi, ლექსები, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0