Загрузка...
ზაზა თვარაძე - აბა, მამაო .. / zaza tvaradze - aba, mamao .. - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 4:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ზაზა თვარაძე - აბა, მამაო .. / zaza tvaradze - aba, mamao ..


11:54 PM
ზაზა თვარაძე - აბა, მამაო .. / zaza tvaradze - aba, mamao ..
რა საჭიროა ტყუილები - ისეც მტკნარია
ქვეყანა. ჩემ გულს არასოდეს გაუხარია,
მახსოვს ხანდახან - ნაშუადღევს როგორ დაღამდა
და შეღამება იდგა როგორც ლანდი საგანთა,
მახსოვს ხანდახან - მიმატოვა ქვეყნად მამამან,
მხოლოდ ხანდახან მეხმარება ჩემი მანანა,
ვეძებდი ბინას, თავშესაფარს - ვპოვე სასტუმრო,
დამკლეს, დამსისხლეს, ეხლა უნდა დამაბასტურმონ.
აბა, მამაო, დამიხსენი ძე შეცთომილი,
ცარიელ ცისქვეშ ვბორიალობ, როგორც ცთომილი,
მზე აღარ მახსოვს, აღარ ვუმზერ ღამე მთვარესაც,
ჩემ სისხლში ცივმა ქარიშხალმა გაითარეშა,
სიზმარში ვცხოვრობ, დარდი მბაწრავს, ცრემლად ვიღვრები,
აბა მამაო, ამიხდინე ის სხვა სიზმრები,
რომ აღარ ვიყო მოჩმახული, როგორც ზღაპარი,
აბა მამაო, შენი კალთა გადამაფარე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 853 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: პოეტი, პოეზია, ლექსი, ზაზა თვარაძე, zaza tvaradze, poeti, ლექსები, leqsi, poezia, leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0