Загрузка...
ზაზა თვარაძე - ალმასხან / zaza tvaradze - almaskhan - 3 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 4:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 3 » ზაზა თვარაძე - ალმასხან / zaza tvaradze - almaskhan


5:49 PM
ზაზა თვარაძე - ალმასხან / zaza tvaradze - almaskhan
და ჩემს თავსზემოთ მოჩანდა
ცივი ფუტურო ცა.
ვიდექი მეტროს ჩასასვლელთან -
ეს არის გვირაბი,
არა, ჯურღმული,
ქვევით დამრეცად მიმავალი
თავისი ხოდით,
გოგირდოვანი ქარით სავსე,
უცნაური, შეუძლებელი,
სრული აბსურდი.
მე იქ ვიდექი.
ცივი ფუტურო ცა.
ცა ცარიელი.
არ ხარხარებდა ველური ღმერთი,
მეძავებსაც ჩასძინებოდათ,
ზამბახიც ისევ
თავს უხრიდა ნაბიჭვარ ნიავს.
ცივი ფუტურო ცა.
ცარიელი.
ვდგავარ მეტროსთან.
ყველაფერი მიაგავს ბილიკს.
ყველაფერი მიაგავს ბილიკს.
თვით ბილიკიც კი -
მიაგავს ბილიკს.
ცარიელი ცა.
ფუტურო, ცივი.
დაკარგული სინათლით სავსე,
გამობრუჟული ტრაკებით სავსე -
ცა ცარიელი.
და მეტროს ხარო,
პირდაფჩენილი,
ხან ამომძახებს: გარყვნილი ხარო.
რადგან ფუტურო, ცარიელი,
ვდგავარ მეტროსთან,
ცივი ნიავით შუბლდანაქროლი,
გოგირდოვანი სუნთქვით სავსე
როგორც ზღაპრის ელექტროდეპო..
არა – ურჩხული,
ცივი, ფუტურო,
გადანგრეული.
ცა – დანგრეული,
იქ ღრუბლები კორპუსებივით
უმოწყალოდ ეხეთქებიან
და ხალხი კივის,
კივის უღმერთოდ:
მიწისძვრა, ზემლეტრესენიე!
იქ ის ინგრევა,
მე აქ, მეტროსთან
ვდგავარ მყარი და მონამორჩილი
პარლამენტივით,
ბულგარეთის პარლამენტივით
სანზონასავით ცივი, ფუტურო,
ცარიელი,
ამქვეყანაზე მოვლენილი, როგორც ალმასხან.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 810 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ზაზა თვარაძე, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, zaza tvaradze, პოეტი, poezia, leqsi, poeti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0