მთავარი » 2018 » თებერვალი » 3 » ზაზა თვარაძე - გაზაფხული / zaza tvaradze - gazafkhuli
5:52 PM ზაზა თვარაძე - გაზაფხული / zaza tvaradze - gazafkhuli
|
დღეს მერცხალი შემოფრინდა ფრთა შემოჰკრა ფანჯარას, ჭიკჭიკითა გადმომძახა: კოკოითი ფანდარასტ!
ვკითხე: ჩიტო, ჩიტუნია, ვის უგალობ? ანდა – რას? მან კვლავ ცივად გადმომჭყივლა: კოკოითი ფანდარასტ!
ჩემს თავს ვუთხარ: ადე, კაცო! რას უზიხარ მანდა, რას?! რა თავს ქინდრავ, გამოცოცხლდი: კოკოითი ფანდარასტ!
ჰოდა, აწი რას დაგაკლებს ავაზაკთა ბანდა, რას?! გაზაფხულდა! გაზაფხულდა! კოკოითი ფანდარასტ!
მივდექ სარკმელს… რას ვნახავდი: არაფერი ჩანდა, რას… მხოლოდ ჩიტი გაჰკიოდა: კოკოითი ფანდარასტ!
ეეჰ… კვლავ ჩემს ფიქრს დავუბრუნდი, ვით ქათამი ქანდარას, ჩემს თავს, როგორც ვიღაც უცხოს, ჩიას და კაფანდარას,
ნეტა დედამ მშობა რისთვის, ეს ცხოვრება ჰგვანდა რას… კოკოითი, ბოკოითი, გოკოითი ფანდარასტ!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 810 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: poezia, ზაზა თვარაძე, პოეტი, ლექსი, leqsi, ლექსები, leqsebi, zaza tvaradze, poeti, პოეზია
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|