Загрузка...
ზაზა თვარაძე - იფნები / zaza tvaradze - ifnebi - 3 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 3:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 3 » ზაზა თვარაძე - იფნები / zaza tvaradze - ifnebi


5:56 PM
ზაზა თვარაძე - იფნები / zaza tvaradze - ifnebi
მე დავიღალე. მე მეძინება.
ბინდით ივსება ჩემი გონება.
სახეზე ბინდი დამეფინება.
გული მიწისკენ დაიწონება.

შენც დაიღალე. შენც გეძინება.
შენ გინდა იგრძნო მეტი სინათლე,
ბინდი გიკარგავს შენ მოთმინებას
დაუყოვნებლივ და მაშინათვე,

მაგრამ სად ვნახავთ ჩვენ სხვა სიხარულს,
უერთმანეთოდ, ამ მურტალ ქვეყნად,
წავალ და წახვალ, სულ გვეხსომება
რომ ერთდროს კაცი და ქალი გვერქვა,

და ყველაფერი ისევ იქნება
თუ ისევ შევხვდით სადმე და ოდეს
მოვალთ ხეებად, თუნდა იფნებად
ისევ ერთმანეთს გავუწვდით ტოტებს

და ვიგრძნობთ ვარჯში გაცრილ სინათლეს,
ჭკნობაშეპარულ ფოთლების ცვენას
და რაღაც ძველ და მარტივ სიმართლეს
რამაც ამქვეყნად აღმოგვაცენა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 866 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, leqsi, პოეტი, poeti, ლექსი, zaza tvaradze, პოეზია, leqsebi, ზაზა თვარაძე, ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0