Загрузка...
ზაზა თვარაძე - ცარიელია ღამე და დღე და საღამო / zaza tvaradze - carielia ghame da dghe da saghamo - 3 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 3:01 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 3 » ზაზა თვარაძე - ცარიელია ღამე და დღე და საღამო / zaza tvaradze - carielia ghame da dghe da saghamo


6:00 PM
ზაზა თვარაძე - ცარიელია ღამე და დღე და საღამო / zaza tvaradze - carielia ghame da dghe da saghamo
ცარიელია ღამე და დღე და
საღამო, დილა და ყველა წამი,
და ყოველ საგანს, რომელსაც ვხედავ
ედება ჩუმი სიკვდილის ნამი,
და შხამი შიშის, და თრთვილი წასვლის,
და სიცოცხლიდან დაძრული აზრი,
რომ ყველა იმედს სიბნელე წაშლის
და კაპიკია სიცოცხლის ფასი,
რომ ყველა გრძნობა, არსებობს რაც კი,
არარსებობის მემკვიდრე არის,
ქვეყნად მყოფნიც კი ერთმანეთს ავცდით
და უკვე სადღაც მიგვრეკავს ქარი,
არის სინათლე, მაგრამ სინათლეც
დაბადებითვე არაფერს მალავს,
ცარიელია ღამე და დღე, და
თვით სინამდვილეს აკლია ძალა.
მაგრამ შემხედავს დაცინვით ვინმე:
მაშ, ასე მწყობრად რატომღა როშავ?
ეს არის მხოლოდ უაზრო ჰიმნი,
და ნარცისების კეკლუცი დროშა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 890 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, ზაზა თვარაძე, პოეტი, პოეზია, poeti, leqsebi, leqsi, zaza tvaradze, ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0