მთავარი » 2018 » მარტი » 15 » რატი ქართველიშვილი - * * * / rati qartvelishvili - * * *
10:56 PM რატი ქართველიშვილი - * * * / rati qartvelishvili - * * *
ხშირად ვიხსენებ ამ ბოლო დროს, რა ძვირფასია ხანა გრძნობების მოგიზგიზესი, რომ სიყვარული ერთადერთი სილამაზეა, სილამაზეთა კიდევ მიზეზი.
და ახლა,როცა მე ვიგონებ გულს ცეცხლის ალთა და რევას იმგვარს თუ რას არქმევდა, დაეცა ბაღებს შუქი მკრთალი და აკანკალდა; ო, რა მოწყენით ვდგავარ სარკმელთან.
ზამთრის ბნელ ღამეს მოგონებას დაეწვეთება ვარდი ნაზარდი წყლებით ლეთისა, და სიზმრისაა ყვავილები, როცა ედება მზე ჩამავალი დასავლეთისა.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 777 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: jurnali arili, რატი ქართველიშვილი, rati qartvelishvili, poezia, jhurnali arili, ლექსი, ლექსები, leqsebi, ჟურნალი არილი, პოეზია
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|