Загрузка...
ანდრო დადიანი - * * * / andro dadiani - * * * - 15 მარტში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 12:59 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » მარტი » 15 » ანდრო დადიანი - * * * / andro dadiani - * * *


11:08 PM
ანდრო დადიანი - * * * / andro dadiani - * * *


ჩემი ჰონორარი იმდენია,
რომ ერთი ქუდიც არ შემიძლია ვიყიდო ამ ზამთარში.
არადა როგორ გამახარებდა ისეთი ქუდი,
ახლა მეტროში გოგოს რომ ეფარა,
მომწვანო ქუდი,

ბაცი ყვითელი პომპონჩიკებით,
ერთი თავზე და ორიც გრძელ ყურებზე
ფორთოხლებივით დაკიდებული.

მინდოდა გამეჩერებინა და მეკითხა,
– სად იყიდეთ ან სად მოაქსოვინეთ-მეთქი?
და წინ წადგმული ფეხი ჰაერში გამიქვავდა,

”ჰოროლანი” გამახსენდა
(ასე გამოთქვამს ჩემი პატარა ძმისშვილი ამ სიტყვას).


მეგობრის სპექტაკლის პოსტერია: ”გააპროტესტე შიმშილი!”.
ვაპროტესტებ შიმშილს!
მთელი ხმით ვაპროტესტებ შიმშილს!
ვაპროტესტებ ამ უდროო ზამთარს,
უქუდობას,
ყინვით მოჭირხლულ ცხვირს და ყურებს,
თვალებში ყვითლად ანთებულ ბოტკინს,
ავადმყოფობაში მარტოობის შიშს
და აფთიაქში დაანგარიშებულ რეცეპტის ფურცელს,
რომელიც ხუთასს ლარს უკაკუნებს.



ოცდაათს მიღწეულ ბიჭს პომპონჩიკებიანი ქუდი მინდა,
მიწას ვარ მიბმული დიდი ზომის სამხედრო ბათინკებით,
ჩემი ჰონორარი არეული ზამთრის კომუნალურებსაც ვერ წვდება.
შეყვარებული კი იღვიძებს და მეუბნება
– მესიზმრა, ბანანს ვფცქვნიდი
და შიგნიდან ბანანის ნაცვლად ყვითელი თუთიყუშები ამოფრინდნენ.



– ჰოდა ასე ჩემო შეყვარებულო,
როგორც კი ფულს მოვიგდებ ხელში
შენგან სიზმრებს ვიყიდი,
კრებულს გამოვუშვებ
და დავივიწყოთ მერე გაზის ეკონომია,
ორი საბანი და ზემოდან პლედი,
ბარიერებად რომ გვექცა საწოლში
ერთმანეთთან მისაახლოებლად.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 770 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: jurnali arili, ანდრო დადიანი, poezia, leqsebi, ლექსი, andro dadiani, ლექსები, პოეზია, ჟურნალი არილი, jhurnali arili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0