მთავარი » 2018»მარტი»15 » შოთა პაპავა - სანამ შენ გეძინა / shota papava - sanam shen gedzina
11:13 PM
შოთა პაპავა - სანამ შენ გეძინა / shota papava - sanam shen gedzina
თითქმის კვირაა მე ვეღარ გხედავდი გეძინა ოთახში სასტუმრო ოთახში მე დავრჩი ოთახში სულ მარტო ლოგინში კი თუმცა ჯანმრთელი და მაინც მარტო იყო მსხვერპლშეწირვა შენი მსხვერპლშეწირვა შენ გქონდა ვირუსი ხველება სურდო მე არ მქონდა ვირუსი და შენ გაიხიზნე სასტუმრო ოთახში ვირუსით მარტო ეხლა კი ვირუსი ბურუსს ჩაბარდა და ჩვენ ვართ ოთახში ლოგინში მარტო და შენი სხეული მძინარე სხეული შფოთვას მიმშვიდებს მე არ ვარ მარტო ჩემთან ის მსხვერპლია ძველი მეგობარი რომელიც მიმშვიდებს შფოთვას შენი ძილის და ჩემი სიფხიზლის მსხვერპლი დუმილის ხილული მარტო
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..