მთავარი » 2018»მარტი»15 » შოთა პაპავა - ალაზნის ველი / shota papava - alaznis veli
11:16 PM
შოთა პაპავა - ალაზნის ველი / shota papava - alaznis veli
ღამე არ დაწვეო დედაჩემმა თქვა კოღოები დაგკბენენო არადა ეს ტახტი მუთაქებითურთ ამ აივანზე რომ დავდგით ბალის და პანტა მსხალის ჩრდილში ისე რომ პირდაპირ ალაზანს გადაჰყურებდეს ზედ მწოლიარე განცხრომაში მყოფი მორიგი ლუარსაბი ან დარეჯანი იმის მერე მინდოდა ზედ დაძინება შუადღეს კი არა მთელი ღამე საბნით უსაბნოდ ისე რომ დილით მზის პირველმა სხივმა გამომაღვიძოს და მეც რომ ავდგე იმის მაგივრად რომ ძილი შევიბრუნო და მარტომ ვუყურო კავკასიონს ალაზანს სანამ ნელ ნელა დედა ბავშვები ყველა თავისი რიტმით შემომიერთდება სახლის გულიდან და დავიწყებთ საუბარს საუზმეზე კოღოებზე არ მიფიქრია და შემაშინა დედის სიფრთხილემ საძინებელში დავწექი და არა გარეთ სადაც სხეული ჩემი გადაიშლებოდა როგორც ალაზანი კოღოთა სუფრა რომელზეც ჩემი გემრიელი სისხლი გახდებოდა სხვისი ნადიმის საბაბი სადაც კანზე ყოველი კბენა და წითელი ველიდან ცოტ ცოტა წრუპვა შეადგენდა იმ მსხველპრშეწირვას რომელიც გარდაუვალია თუ გინდა რომ მზის პირველ სხივს შეეგებო. მხოლოდ ერთხელ გამეღვიძა ღამე და გავიფიქრე ხომ არ გავიდე მაინც? საიდან ვიცით რომ მსხვერპლი არ ღირს სხივის დანაპირს?
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..