Загрузка...
იანუშ კორჩაკი - * * * / ianush korchaki - * * * - 3 აპრილში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 10:40 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » აპრილი » 3 » იანუშ კორჩაკი - * * * / ianush korchaki - * * *


12:50 PM
იანუშ კორჩაკი - * * * / ianush korchaki - * * *


უფალო,
გრძელ ლოცვას არ აღვავლენ,
არც უსასრულო ოხვრას მოვყვები,
ძვირფას შესაწირსაც არ მოგიძღვნი შენი დიდებისა
და სახელისათვის,
შენი კეთილგანწყობის მოპოვებისათვისაც არ ვიბრძვი,
არც პატივს ვითხოვ.

არ მაქვს ფრთოსანი აზრები,
რომლებიც ჩემს ლოცვას ცაში ააფრენენ.

ჩემი სიტყვები არ არის შელამაზებული.
დავიღალე.
დავიტანჯე.
თვალები ჩამიქრა
და მეხუჭება საზრუნავთა სიმძიმისაგან.

და მიუხედავად ამისა,
მოგმართავ,
უფალო,
გულიდან ამოსული თხოვნით.

ჩემთვის ყველაზე ღირებულს მოძმე ადამიანს ვერ ვანდობ,
მეშინია - ვერ გაიგებს,
ვერ ჩასწვდება,
უგულისყუროდ მოეკიდება,
დასცინებს.
შენ წინაშე ყოველთვის მორჩილთა შორის უმორჩილესად ვიდექი,
მაგრამ ამ თხოვნისას უკან არ დავიხევ.
ყოველთვის ჩუმად,
ჩურჩულით გესაუბრები,
მაგრამ ეს თხოვნა მოურიდებლად უნდა გამოვთქვა.

მომთხოვნ მზერას ცისკენ აღვაპყრობ,
ზურგს გავისწორებ
და მოგმართავ - რადგან ჩემთვის არ ვითხოვ:

უწყალობე ბავშვებს ბედნიერი ხვედრი,
დაეხმარე,
აკურთხე მათი ძალისხმევა.
იოლ გზაზე კი ნუ დააყენებ მათ,
არამედ - მშვენიერ გზაზე დააყენე.

ამ თხოვნის სანაცვლოდ კი ჩემი ერთადერთი საგანძური მიიღე: სევდა, სევდა და შრომა.

იანუშ კორჩაკი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 704 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsebi, leqsi, ianush korchaki, poezia, იანუშ კორჩაკი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0