Загрузка...
თორნიკე ჭელიძე — წვეთი სინათლე (თეკლა ჩერქეზიშვილს) / tornike chelidze — tsveti sinatle (tekla cherqezishvils) - 1 მარტში 2019 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-12-28, 12:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2019 » მარტი » 1 » თორნიკე ჭელიძე — წვეთი სინათლე (თეკლა ჩერქეზიშვილს) / tornike chelidze — tsveti sinatle (tekla cherqezishvils)


4:11 PM
თორნიკე ჭელიძე — წვეთი სინათლე (თეკლა ჩერქეზიშვილს) / tornike chelidze — tsveti sinatle (tekla cherqezishvils)
შენ ახლა ბავშვი ხარ, თეკლუ, და დრო მოვა -
მე ჭიანჭველების ქალაქებს გაჩვენებ,
გეტყვი, რომ სამყარო არყოფნის დრამაა,
რომ ნაგვის ბუნკერში ვაგროვებთ ნარჩენებს
სიცოცხლის, სიკვდილის, აწმყოს, თუ სიზმართა,
ჩვენ ყველა ოცნება ეკლებს შევახიეთ,
რომ გულში მიაგნებ სიკეთის მისამართს
და ქრისტეს ნაკვალევს ტერფით შეეხები.
თეკ, მე შენ დაგარქვი კოკოშა, ბაჭია. -
ვიღიმი, ფანჯრებთან ქარები უსტვენენ,
თეკ, შენი ფოტოა სინათლის ნაჭერი,
ყვითელი ქუდით და ყვითელი სვიტერით
მოძრაობ კადრებზე, იმდენად პატარა
ნაბიჯებს აკეთებ, რომ არ წაიქცევი.
ცხოვრება ყოველთვის ტალახში გვატარებს
უფროსებს და დიდი ბლეფია, ფიქცია,
თამაში, რომელსაც არასდროს თამაშობ.
ვიდრე ჩვენ ხანმოკლე როლები მოვლიეთ,
შენ, თბილ ხელს ჩაჰკიდებ გათოშილ მამაშენს
და ზამთრის ქუჩებში გამოხვალ თოვლივით.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 959 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: tornike tchelidze, პოეზია, leqsi, nika cherqezishvili, tekla cherkezishvili, tornike chelidze, წვეთი სინათლე, 27 თებერვალი, tsveti sinatle, თორნიკე ჭელიძე, ლექსი, tekla cherqezishvili, 27 tebervali, nika cherkezishvili, wveti sinatle, ნიკა ჩერქეზიშვილი, თეკლა ჩერქეზიშვილი, poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2019  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0