თემო ჯავახიშვილი - ძაღლმა დაკარგა კუდი / temo javakhishvili - dzghlma dakarga kudi
ძაღლმა დაკარგა კუდი. დაკარგა ომმა მეომარი. დაკარგა მეომარმა ცხოვრება. დაკარგა ცხოვრებამ აზრი. დაკარგა აზრმა სიტყვა. დაკარგა სიტყვამ კაცი. დაკარგა კაცმა ღმერთი. ძაღლმა კი კუდი დაკარგა.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1044 / თარიღი: 2014-11-04 / 1:01 AM / სამშაბათი
კატო ჯავახიშვილი - ნაცვალსახელი / tamar javakhishvili - nacvalsakheli
„სარკევ, თვალები გადამალე, სულ აღარ მგავხარ“.. დღის შუალედში, წუთის თუნდაც მეათასედში, საკუთარ თავებს პატიებას თუ შევპირდებით, დრო - უმიზეზო სტუმარივით დაგვათენდება, უკანასკნელად შევიყვარებთ, თითქოს პირველად რაც იყო უკვე აღარ გვახსოვს, და თვალებიდან
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1239 / თარიღი: 2014-11-04 / 0:59 AM / სამშაბათი
კატო ჯავახიშვილი - ფლეიტა / tamar javakhishvili - fleita
აქ ჩემზე დაწერენ. იტყვიან _ საცერში ფქვილივით არჩევდა ქატოსგან სტრიქონებს. ბაბუაწვერები ჰაერში უშვებდნენ უდროო განედებს, სისხლიან ლიქიორს კი ერქვა მდინარეთი ჩემი და სისხამზე მკლავებჩამოყრილი ტიროდა ფლეიტა _ ვიდექი ამაყიც, ვიდექი მორჩილიც
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1087 / თარიღი: 2014-11-04 / 0:57 AM / სამშაბათი
კატო ჯავახიშვილი - იალბუზი / tamar javakhishvili - ialbuzi
(ვულკანის გაღვიძება) “მხოლოდ მთა იგი... იდგა მთა იგი დემონის ხელით მძლავრად ნახატი;” გალაკტიონი ბოჩი!.. დამალე შენი სოფელი. გაშლილ მინდვრებზე ვულკანს პირი დაუღია და ლავა ამ ჩემი სიძულვილით სავსე საშოდან პირუტყვს შორეულ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1331 / თარიღი: 2014-11-04 / 0:56 AM / სამშაბათი
კატო ჯავახიშვილი - ლოლიტა / tamar javakhishvili - lolita
ღამით, როდესაც ყველა იძინებს და საიდუმლო აღარ არის ასე მტანჯველი, თითქოს მთვარის შუქს სათითაოდ მიჰყვებიან მოგონებები, მილიონობით ფერწასული ადამიანის პროფილს ხაზავენ და სიმარტოვეს ასე უჩუმრად შემოპარულს კედლის ღრიჭოდან აღსარების თქმა უგვიანდება, რას ჩა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1090 / თარიღი: 2014-11-04 / 0:53 AM / სამშაბათი
კატო ჯავახიშვილი - ჯარისკაცები / tamar javakhishvili - jariskacebi
ჯარისკაცები დგებიან ადრე. რეზინის ჩექმებს ისწორებენ. ხელებს იფშვნეტენ. მორყეულ, უშნო მაგიდებთან უხმოდ სხდებიან. სიცარიელით ამოვსებული რკინის ჯამიდან - მოლოდინს თქვლეფენ. ეს რა თქმა უნდა, რომ არ არის ნაყინი-ბრიულე, არც ბრიჯის ფლავი – ცუკატებით და ქიშმი
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1024 / თარიღი: 2014-11-04 / 0:52 AM / სამშაბათი
თამარ ჯავახიშვილი - მწვანე მონასტერი / tamar javakhishvili - mtsvane monasteri
ო, ღმერთო ჩვენო, მომანიჭე მადლი სიტყვისა მადლი სიტყვისა – უცნაური აღმონაცენი... იწვის სანთელი, ალმა სივრცე გაითითქმისა და მასთან ერთად ინავლება გრძნობის ნარჩენი... მწვანე უღრანში სავანეა სნეულთმკურნალის, გლახაკთა ხელის ამპყრობელის, მოწამის დიდის შემცოდე სულე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1344 / თარიღი: 2014-11-04 / 0:49 AM / სამშაბათი
თამარ ჯავახიშვილი - მშობლიური / tamar javakhishvili - mshobliuri
ისევ სექტემბრის ქარია, დარებიც სექტემბრისანი, ისევ ისეთი წყნარია აბოს ნიში და ისანი. და ისევ მელანდებიან, ვარამთა ლოცვით მზღვევლები ნაწყენი საბა-სულხანის ცად აპყრობილი ხელები... ხორბლის, მახობლის სუნია და ქარიანი ღამება და რაღაც,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1133 / თარიღი: 2014-11-04 / 0:46 AM / სამშაბათი
თამარ ჯავახიშვილი - ბედნიერება არ იპოვება / tamar javakhishvili - bedniereba ar ipoveba
ბედნიერება არ იპოვება. ბედნიერებას ვერ დაიმსახურებ, ბედნიერებას ნურც ეცდები, თუ შენი მთელი არსებობა თავგანწირვის მზადყოფნად არ გადააქციე.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1067 / თარიღი: 2014-11-04 / 0:44 AM / სამშაბათი
გიორგი გაბაიძე - მდუმარე ლოცვა / giorgi gabaidze - mdumare locva
ვხედავ ანარეკლს, საკუთარი თავის ნაქურდალს, კვირის მწუხრიდან ვემზადები - კვლავ საკვირაოდ, ვდაგავარ მიწაზე და თან ვწევარ ჩრდილში საკუთარ, იმიტირებულ ფრენით ვცდილობ შევკრა ირაო. შევიმოსები და აღსდგება ჩემში მესია, დავემგვანები ბნელ უღრანში ცოდვით დატორილს,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1298 / თარიღი: 2014-11-04 / 0:37 AM / სამშაბათი
|