Загрузка...
კატო ჯავახიშვილი - ფლეიტა / tamar javakhishvili - fleita - 4 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 4 » კატო ჯავახიშვილი - ფლეიტა / tamar javakhishvili - fleita


0:57 AM
კატო ჯავახიშვილი - ფლეიტა / tamar javakhishvili - fleita


აქ ჩემზე დაწერენ.
იტყვიან _ საცერში ფქვილივით არჩევდა
ქატოსგან სტრიქონებს.
ბაბუაწვერები ჰაერში უშვებდნენ
უდროო განედებს,
სისხლიან ლიქიორს კი
ერქვა მდინარეთი ჩემი და სისხამზე
მკლავებჩამოყრილი ტიროდა ფლეიტა _
ვიდექი ამაყიც,
ვიდექი მორჩილიც,
სფინქსივით აღმდგარიც,
ხანდახან ფრენითაც
საშინლად დაღლილი
ბუდეებს ვეძებდი,
ნიადაგს ვსინჯავდი, თუმცა კი ლიანდაგს
ჩემი ლექსებივით ვერ ავცდი ვერც ერთი
წუთით და ეს კაბაც სხეულს რომ მილანდავს _
ისევ შევისწორე,
მუხლისთავს ჭრილობა,
რომ არ შეგემჩნიათ ცისფერი ხაზებით.
ვარღვევდი ყოველდღე ობიან ჭილოფს და
ჭინჭებში გამოკრულ დღეს ვანაფაზებდი,
რომ ისევ ნგრევაში შემშლოდა ბილიკი.
რომ ისევ კარავი დამეცა გზისპირას.
რომ მეთქვა: გაავდრდა, მანამ მოვიდოდი
ათჯერ გადაიღო და ათჯერ იწვიმა.
აქ ჩემზე დაწერენ,
რომ სიტყვის საცერში ხელებით არჩევდა
ქატოსგან სტრიქონებს,
რომ იყო ცეცხლიც და
რომ იყო ნაცარიც _
ბაბუაწვერების სიკვდილი _
სიშორე...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1089 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, kato javaxishvili, პოეზია, ლექსები, kato javakhishvili, leqsebi, კატო ჯავახიშვილი, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0