ლექსები - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-11-18, 11:53 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



მედეა კახიძე - ჩემი მიწის სადღეგრძელო / medea kakhidze - chemi mitsis sadghegrdzelo


ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე
საქართველოს
საოცნებო გზები,
გრძელი, როგორც
ჩვენი მრავალჟამიერი,
ხვავრიელი,
როგორც პურის ძნები.

ვძებნე, ვძებნე, ვერ მოვძებნე
ოცნებაში დახატული მოყმე,
მინდა, ვიყო
თავანკარა გაზაფხული,
ჩემი მიწი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1453 / თარიღი: 2014-11-08 / 6:16 AM / შაბათი

მედეა კახიძე - ჰამლეტ გონაშვილი / medea kakhidze - hamlet gonashvili


მე საქართველოს თბილ მიწას ვლოკავ,
მაგრამ არ ვიშლი თქვენს შორის როკვას,
ჩემი ხმა იყო ხატივით სუფთა,
და ამიტომაც დავჭირდი უფალს.
არ მითესია შური და გესლი,
მე მხოლოდ კაცის სიყვარულს ვთესდი,
არ გავკიოდი ვით ბუკნა ჭოტი,
ბულბულის ყელით უფალთან ვბჭობდი.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1182 / თარიღი: 2014-11-07 / 1:05 AM / პარასკევი

მედეა კახიძე - ანანური / medea kakhidze - ananuri


ბეწვის ბილიკივით
მოჩანს ხევი,
ქვა როა,
ქვაც მიყვარს მანდაური,
როგორც კი შემოუხვევს
მოსახვევი,
ფეხზე წამოდგება ანანური.
ზაფხულმა მკლავებში მომიხელთა,
აქ ყველა მუხის კვიტში
სძინავს მართვეს,
ნადირობის და
ომის ღმერთებს
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1930 / თარიღი: 2014-11-07 / 0:11 AM / პარასკევი

თემო არაბული - მარტო მთების / temo arabuli - marto mtebis


ღამეც უღიმღამო დადგა,
ალბათ ცუდის მოსვლას უწყის,
შენი არ ვარ, აბა რა ვქნა!
ცრემლი მოიწმინდე ნუ გწყინს.

არას მახეირებს ხევსურს,
მერქვას საკუთრება სხვისი,
ქვეყნად აღარც ერთი ქალის
მქვია მარტო მთების ნისლი.

თავს ვთვლი, სულ პატარა კენჭა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1018 / თარიღი: 2014-11-05 / 11:47 PM / ოთხშაბათი

თემო არაბული - მე და შენ / temo arabuli - me da shen


ჩვენ ვთამაშობდით,(მერე შენთვის გვირილებს ვკრეფდი),
გაბერილ ბუშტებს,გვიხაროდა... ვაფრენდით ცაში,
გვახსოვს...ლექსებად,ზღაპრებსა და ნაჯღაბნებს ვწერდი,
და დავცურავდით,მეოცნებე ბავშვობის,ზღვაში.

ჩვენ ვიზრდებოდით,გვერქმეოდა თანდათან,-დიდი,
პაემანს ხესთან გინიშნავდი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2109 / თარიღი: 2014-11-05 / 11:46 PM / ოთხშაბათი

თემო არაბული - მთიდან მონაწერი / temo arabuli - mtidan monatsceri


შენ ქალაქში ხარ, მე მთაში,
როგორ აგიხსნა, რა ხდება,
მანდ ოცნებები კვდება და
აქ ასე ვფიქრობთ,-ახდება.

მე თბილად ვზივარ, ღუმელთან,
შენ ალბათ თბები, „კარმებით“,
მუხლამდე ჩექმა გაცვია,
აქ კი დავდივართ „ქალბნებით“.

მე ლამპის შუქზე ჩავფიქ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1542 / თარიღი: 2014-11-05 / 11:09 PM / ოთხშაბათი

თემო არაბული - პაპი / temo arabuli - papi


ურცხვმა დროებამ დაგიკოჟრა პაპი ხელები
ჯოხს დაჩვეული აჰყვები და ჩაჰყვები ფარას,
სუნთქავ მაგ მთებით,კლდეებით და ცივი ხევებით
მოზამთრდება და ჩამოუვლი ნაცრისფერ ქალაქს.
ხო არ მიბერდები, შეგერია პაპი სითეთრე,
შენს თმაში ზამთარს გამოუჩნდა თოვის წადილი,
პაპი... მან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3547 / თარიღი: 2014-11-05 / 11:06 PM / ოთხშაბათი

თემო არაბული - სანადიროდ / temo arabuli - sanadirod


ლულას ვუწმინდავ იარაღს,
ტყვიათ ვუმზადებ დათვებსა,
ხვალ კაი ნადიმს გავმართავ
ბედი თუ გამიმართლებსა.

დილას,ბინდის ხან ავდგები,
ბილიკს შავყვები მთებისა,
საგზლად კეცეულს წავიღებ,
არც არაყ დამცილდებისა.

საჯიხვეთ გზაზედ ვადგები,
იე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1101 / თარიღი: 2014-11-05 / 11:02 PM / ოთხშაბათი

თემო არაბული - შენ და ქალაქიც / temo arabuli - shen da qalaqic


მახსოვს, კლდის ფხაზე გვედგა არაყი,
იმ დღეს დავტოვე, თბილისის სივრცე,
ჩამოგიშორეთ, შენ და ქალაქი,
ახლა ეს გული, მთებს უნდა მივცე.

მახსოვს შემთვრალი აზრები მქონდა,
ბოთლს, ნახევარი გაუხდა სითხე,
მთვრალი ხევსური, მანდ ქალაქს ფლობდა,
ჭიქადაცლილმა, მტ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1103 / თარიღი: 2014-11-05 / 10:54 PM / ოთხშაბათი

სალომე ბენიძე - ომის ბალადა, ანუ ჩემი ჯარისკაცი ქმარი / salome benidze - omis balada, anu chemi jariskaci qmari


1.
რაც შენ წახვედი, მე ვსვამ ყავას შენი ფინჯნიდან,
მაშინებს ყველა ქედმაღალი გადმოსახედი,
გაქაფულ ჭურჭელს ნიჟარასთან ვაწყობ მიჯრით და
ვტოვებ. დამჩემდა გულგრილობა, რაც შენ წახვედი.

რაც შენ წახვედი, მე დავდივარ შენი მანქანით
და შენებურად ვასიგნალებ თავგამ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1639 / თარიღი: 2014-11-05 / 10:06 PM / ოთხშაბათი

« 1 2 ... 218 219 220 221 222 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0