Загрузка...
თამარ ჯავახიშვილი - მშობლიური / tamar javakhishvili - mshobliuri - 4 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:51 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 4 » თამარ ჯავახიშვილი - მშობლიური / tamar javakhishvili - mshobliuri


0:46 AM
თამარ ჯავახიშვილი - მშობლიური / tamar javakhishvili - mshobliuri


ისევ სექტემბრის ქარია,
დარებიც სექტემბრისანი,
ისევ ისეთი წყნარია
აბოს ნიში და ისანი.
და ისევ მელანდებიან,
ვარამთა ლოცვით მზღვევლები
ნაწყენი საბა-სულხანის
ცად აპყრობილი ხელები...
ხორბლის, მახობლის სუნია
და ქარიანი ღამება
და რაღაც, მხოლოდ ქართული
სულს მართმევს, მომეამება.
ვიცოდი, ისევ შენ მყავდი,
ისევ შენ დამიფარავდი,
შენი ნათელი ძალი მეც,
სული მომმადლე მარადი.
მე სიტყვაც შენი მომაგნებს,
მხოლოდ ამ სიტყვას ვევსები,
გამმართავენ და გამდევენ
შენი უჟამო ფესვები.
და მევლინება გალობად
ნუშის და ვაზის ყვავილი
და შემოდგომის ღამეში
სავარსკვლავეთის ხვავილი.
გისმენ და ხედვაც შენ გმადლობს, _
წმინდაა ჯვარის წახნაგი,
ეგეც შენა ხარ ფხიზელი
და შენი სულის აღნაგი...
ასე მასუნთქე, ჰო, კიდევ
და, თუ სიცოცხლე მედიდა,
ერთი ქვა გულზე დამადევ,
ერთი თეთრი ქვა – ფეხთითა.
სითბოს კი შემინახავენ,
აბოს ნიში და ისანი
და გამჭვირვალე დარები,
დარები სექტემბრისანი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1134 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, თამარ ჯავახიშვილი, პოეზია, ლექსები, tamar javakhishvili, leqsebi, leqsi, tamar javaxishvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0