ლექსები - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-17, 4:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



გალაკტიონ ტაბიძე - მთვრალია ყოფნით, მთვრალია ცეცხლით / galaktion tabidze - mtvralia kofnit, mtvralia ceckhlit


ვარდების ფენით ტრიალებს ჟინი,
მთვრალი ვარ შენით, მთვრალია ლხინი.
ოცნებას შვენი, ვით ლოცვა შენი,
შოპენი, ვერდი და პაგანინი.

პოეტის ახლოს გედება ალი,
იგი, უსახლო, გიცქერის მკრთალი,
მთვრალია ყოფნით, მთვრალია ცეცხლით
და მაინც ღვინით ჰგონიათ მთვრალი.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1181 / თარიღი: 2014-10-07 / 10:23 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - მესაფლავე / galaktion tabidze - mesaflave


მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 8 / ნანახია: 13878 / თარიღი: 2014-10-07 / 10:18 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - მდუმარე სმენით დგანან ალმები / galaktion tabidze - mdumare smenit dganan almebi


მდუმარე სმენით
დგანან ალმები,
ვერ ვიტყვი ენით,
ვის ვესალმები.

ელვარე ბურში
ზარებს აიტან.
დრო მიდის შურში...
ხმა არსაიდან.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1159 / თარიღი: 2014-10-07 / 10:17 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - მარტოობა / galaktion tabidze - martooba


უპირველესი მომანიჭეს დაფნა მეფეთა,
იმ დღეს მოვიდა თეთრი თოვლი და მარტოობა.
გავაღე კარი თეთრი თოვლი შემომეფეთა,
მივხურე კარი, მარტოობამ დაისადგურა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1549 / თარიღი: 2014-10-07 / 10:15 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - მამული / galaktion tabidze - mamuli


ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე - რაა მამული?!
წინაპართაგან წავიდა ყველა,
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

გაშალა ველი ნელმა ნიავმა,
და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასხლავით ხელში დადის ვენახში.

აქ თითო ლე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 1 / ნანახია: 4831 / თარიღი: 2014-10-07 / 10:14 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ის ჩამომშორდა, როგორც სიზმარი / galaktion tabidze - is chamomshorda, rogorc sizmari


ის ჩამომშორდა, როგორც სიზმარი,
აუხდენელი და მომხიბლავი,
არ ვიცი, საით გაუყვა ტალღებს,
სად შეაჩერა დაღლილი ნავი.

მაშინ ცას უფრო სხვა ფერი ჰქონდა,
სხვაგვარის ღელვით ღელავდა ველი,
მაისი იყო, მთას მოჰხვეოდა
ნაზ გაზაფხულის მთრთოლვარე ხელი.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1200 / თარიღი: 2014-10-07 / 10:12 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - იდუმალი მეორე სახე / galaktion tabidze - idumali meore sakhe


შუაღამისას, მარტოობის საშინელ ჟამად,
მეწვევა ჩემი იდუმალი მეორე სახე.
გამოუცნობი მღელვარებით ვდგავართ პირისპირ:
მშვიდი სიცოცხლე რა ამაოდ მე განვიზრახე.

თვალწინ მეშლება დღეთ წარსულთა მწუხარე რიგი
და უნაყოფო ჩემსა ბრძოლას მაგონებს იგი.

და მსურს მე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1128 / თარიღი: 2014-10-07 / 4:51 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - იბრძოდნენ შურნი ნელი, მონიო / galaktion tabidze - ibrdzodnen shurni neli, monio


იბრძოდნენ შურნი
ნელი, მონიო.
ძველი ნოქტურნი
გამიგონია.

მწვავდნენ ქალები,
მწამლავდნენ თვენი,
მდევდნენ თვალები,
თვალები თქვენი.

კარგი რომანი,
ლაჟვარდი, ევა,
ეროტომანი,
ღამეთა თევა.

თვითეულ ხმაში
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1023 / თარიღი: 2014-10-07 / 4:36 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ი. ა. - ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი / galaktion tabidze - i.a. - qalaqshi, mtvershi tsaiqca bavshvi


ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი
ნუკრის თვალებით, თმით-მიმოზებით.
და მწუხარების მალე ნიავში
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.

შეშლილი სახით კიოდა ქუჩა,
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა,
და გაისმოდა დების სიმღერა.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 2 / ნანახია: 8511 / თარიღი: 2014-10-07 / 4:34 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - თქვენ გენატრებათ ლოჟა, პარტერი / galaktion tabidze - tqven genatrebat lojha, parteri


თქვენ გენატრებათ ლოჟა, პარტერი.
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდელი.
მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს,
ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს.




კომენტარები: 0 / ნანახია: 3050 / თარიღი: 2014-10-07 / 4:15 PM / სამშაბათი

« 1 2 ... 236 237 238 239 240 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0