ლექსები - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-17, 6:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



გალაკტიონ ტაბიძე - ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში / galaktion tabidze - qvekana gacvda, vit dzveli groshi


ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში,
უდაბურებად იქცა სოფელი.
ნუ გაოცდები, რომ ასეთ დროში
მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.

შეიძლებოდა, მქონოდა სული
კეთილი, ნაზი, როგორც დობილი,
მაგრამ ცხოვრება არაა სრული,
მცირე ბედისაც ვარ კმაყოფილი.

ვით შეი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1575 / თარიღი: 2014-10-08 / 3:45 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ქებათა-ქება ნიკორწმინდას… / galaktion tabidze - qebata-qeta nikortsmindas


მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, როგორც მინდა.
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.

გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურთმებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1336 / თარიღი: 2014-10-08 / 3:44 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ქარი ჰქრის... / galaktion tabidze - qari hqris...


ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ...
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,
ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს!
შენი მე სახება დამდევს თან
ყოველ დროს, ყოველთვის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1170 / თარიღი: 2014-10-08 / 3:38 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - უძილო ღამეები / galaktion tabidze - udzilo ghameebi


ღამეებს ვათევ კვლავ სიხარულით,
ჩემსკენ ოცნება მოჰქრის მხარულით,
ბედნიერება მარტოობაა, -
რა ვპოვე ბრბოში მე სიხარული?

ღვინოს არ ვსვამდი, ისევ დავიწყე,
დამჩემდა დარდი, სიგულმავიწყე,
წყალს მივეც ყველა ია და ვარდი,
სათაყვანებლად წინ რომ დავიწყე.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1179 / თარიღი: 2014-10-08 / 3:37 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ტბა შრიალებდა, როგორც შოპენის / galaktion tabidze - tba shrialebda, rogorc shopenis


ტბა შრიალებდა, როგორც შოპენის
მთვარიან ნისლში შესული ვალსი.
ვიყავ მნახველი იმ გამოფენის,
რომელსაც ერქვა: რკალები წყალზე.

განვლილ ზაფხულის მოსაგონარად
დარჩენილიყო ძველი დივანი.
ფანტასტიური, როგორც ზეფირი,
გადაჰყურებდა წყალს აივანი.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1193 / თარიღი: 2014-10-08 / 3:35 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - სულ მალე / galaktion tabidze - sul male


არის მორგანი, როკფელერი, არის სტინესი,
არის სტერლინგი, უმძლავრესი და ურკინესი,
გემებს იზიდავს ინდოეთის ავლა-დიდება,
ლონდონის ბირჟა, ამერიკა, გაბედითება.
როგორ გამძაფრდა ეს ორგია უზარმაზარი.
იქ კი ღიმილის და ზრდილობის მთელი ბაზარი;
დიპლომატები და ელჩები, ცხარ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1102 / თარიღი: 2014-10-08 / 3:34 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე / galaktion tabidze - sitkva ar tsamogcdes, rom shen daighale


სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე.
განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება,
ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცემა.
ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა,
უცებ ბრუნდე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1856 / თარიღი: 2014-10-08 / 3:33 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - სისხლი / galaktion tabidze - siskkhli


საშინელია - იგრძნო უეცრად,
რომ აღარ დგანან ძველი კაკლები.
შენი სახელი მათ მიუეცრათ -
მხეცი! - არც მეტი და არც ნაკლები.

რომ მუხლებამდე სისხლის მორევი
გსვრის და მშობლიურ ცხედრებს ეხები,
კმაყოფილი ხარ მათი მორევით,
ყელამდე სისხლში მიდის ფეხები.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1097 / თარიღი: 2014-10-08 / 3:24 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში / galaktion tabidze - silajvarde anu vardi silashi


დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა-
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2497 / თარიღი: 2014-10-07 / 10:34 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - სატანა, დირიჟორი მსოფლიო ორკესტრისა / galaktion tabidze - satana, dirijhori msoflio orkestrisa


მიწიდან თითქოს ალი ავარდა
და კაელიოც ზეცას ეხება,
უცებ სატანამ გაინავარდა
და შორი მეხი მეხს ეტეხება.

მიაქვთ ორკესტრი ძლიერად ორკეცს
ორატორიებს... მთაზე ატანა...
გრიალი გააქვს მსოფლიო ორკესტრს,
მას დირიჟორობს თვითონ სატანა.

უნდობელია ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1437 / თარიღი: 2014-10-07 / 10:33 PM / სამშაბათი

« 1 2 ... 234 235 236 237 238 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0