მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 7 » გალაკტიონ ტაბიძე - ის ჩამომშორდა, როგორც სიზმარი / galaktion tabidze - is chamomshorda, rogorc sizmari
10:12 PM გალაკტიონ ტაბიძე - ის ჩამომშორდა, როგორც სიზმარი / galaktion tabidze - is chamomshorda, rogorc sizmari
|
ის ჩამომშორდა, როგორც სიზმარი, აუხდენელი და მომხიბლავი, არ ვიცი, საით გაუყვა ტალღებს, სად შეაჩერა დაღლილი ნავი.
მაშინ ცას უფრო სხვა ფერი ჰქონდა, სხვაგვარის ღელვით ღელავდა ველი, მაისი იყო, მთას მოჰხვეოდა ნაზ გაზაფხულის მთრთოლვარე ხელი.
მაგრამ ის მოვა შემოდგომისას, მოვა დაღლილი და ფერმიხდილი, ო, რა მწუხარე ღამე იქნება, ო, რა საშინლად იკივლებს ჩრდილი.
მაშინ მე გეტყვი, რომ მოკვდა გული, რომ სიზმარივით გაჰქრა ყოველი, რომ ჩემს წარსულში არ ვეძებ ახალს და სიყვარულში ხსნას არ მოველი!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1248 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები:
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0
|
|