ეხლა ის დრო არი, როცა მედგარ მხატვრებს კვლავ უღვიძებს ქნარი გულში ჩაკლულ ნატვრებს ეხლა ის დრო არი, როცა, თუმცა ძლივას, ბურუსში და ქარში ვხედავ პერსპექტივას.
- ეს რა ნიაღვრებს ვეზუვი ისვრის. რა სიბნელეში დგას ცეცხლის სვეტი? - - ეს ამ გულიდან სიმღერა იძვრის და თან მოჰყვება მას სისხლის წვეთი. - ეს რა შავბნელი კვამლი მოედო, რა ბურუსები მოაქვს რგოლებად? - ეს შენს სიმღერას და სისხლს, პოეტო, თან მოსდევს წყევლა დ
... კითხვის გაგრძელება »
ღვინის გადაჰკარ თასი, ასი, ათასი, ასწი! ეს ადვილია, ვინემ შველად მოვიდეს ვინმე. ეს ადვილია უფრო, ვინემ ღამე კუპრი. დროთა სიკვდილი როა, ასწი, გადაჰკარ, დროა.
შემოდგომის ყვავილებს დიდებასთან მივიტან, ერთი შორი ოცნება მახსოვს ძველ მოტივიდან. ვარდები არ არიან, მაგრამ რა მევარდება? სულო, რა გემართება? გულო, რა მოგივიდა?
გახსოვს, თიბათვის თეთრ ღამეებში, ოდეს ნათელი მთვარის, რძისფერი, გადავლებოდა ტბებს და ხშირ ტყეებს და გამჭირვალე იყო ეთერი? რიონის ზვირთი როგორ არხევდა ცის ელვარებას გულში ჩანაქსოვს, როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი, წარსულო დროო, მითხარ, ხომ გახსოვს? ... კითხვის გაგრძელება »
გარეთ წვიმს და თოვს, სახლში მოსვლას მთხოვს წვიმის წვეთები და ქარიშხალი. გარეთ თოვს და წვიმს, დავიწყებულ სიმს გულში ატოკებს ქვითინი მწყრალი. ვიგონებ ჟამს, როს სიყმაწვილის დროს ხორცშეუსხმელი მიყვარდა ქალი... გარეთ წვიმს და თოვს, სახ
... კითხვის გაგრძელება »
გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები, მთების ლურჯი კამარა - უცხო სამოთხეები? კიდევ შეგრჩა თუ არა მხიარული თვალები? თუ დრომ გადაუარა და ჩაუქრო ალები? მოვდიოდით მხარდამხარ და დრო გვეუარესა, აწ არ ვიცი, სადა ხარ და რომელსა მხარეს
... კითხვის გაგრძელება »