ლექსები - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 11:51 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



მირზა გელოვანი - როგორც იფნები ... / mirza gelovani - rogorc ifnebi ...


როგორც იფნები, როგორც ვერხვები
მზრებს დაეხარნენ სუქთა შვილდები.
გითხარ, რომ ქვეყნად ვეღარ შევხვდებით
და ატირებულს ვერ გამშვიდებდი.
ო, იმ საღამო ცის ლურჯი ფერი
იცრიდა გაყრას, წამწამა შვილდო,
ბედმა შესცვალა როლები ჩვენი
და ქვეყანაზე ვინ დაგამშვიდოს?!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1273 / თარიღი: 2014-09-05 / 5:50 PM / პარასკევი

მირზა გელოვანი - ნაგვიანევი სიზმარი / mirza gelovani - nagviani sizmari


მტკვარს შებოჭავს დარკინული რკალი,
ხიდი უცდის ღამეს ნათილისმარს
და მდუმარენი: მე და ერთი ქალი
ყურს დავუგდებთ ნაგვიანევ სიზმარს.
ცის სიღრმეში ვარსკვლავები კრთიან,
ვერის ხიდზე აკვნესდება ქარი,
შემოგჩივლებს, რომ სადღაც ხეს სჭრიან,
ჩვენ მოვისმენთ: მე და ერ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1187 / თარიღი: 2014-09-05 / 5:49 PM / პარასკევი

მირზა გელოვანი - მიყვარს ვარდები / mirza gelovani - mikvars vardebi


მიყვარს ნაბიჯი დარხეული და წარამარა,
მიყვარს ვარდები, ოღონდ თეთრი, სუფთა, ხალასი!
და როცა ღვინით აივსება საჩემო თასი, შენს სადღეგრძელოს
ვიმეორებ მარად და მარად,
ირიბად დავალ, ჩემი ლანდი ბარბაცით დამსდევს,
ცა სისხლისფერად შეიღება როგორც იარა,
ო, მე ოდესმე მოვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1561 / თარიღი: 2014-09-05 / 5:48 PM / პარასკევი

გიორგი გულუა - გამწყობა / giorgi gulua - gantskoba


განწობას გიქმნის სიგარეტის ბოლი და წვიმა,
ფანჯრის რაფაზე წვეთი უკრავს არეულ შედევრს,
მე დღეს სუყველა ოცნებები სტრიქონში მიმაქვს,
ეს რექვიემი დაემსგავსოს პოეტურ შედევრს...

საათის ისრის სიგიჟეებს ჩამოვრჩი ფეხით,
რადგან განწობა შემრჩენია უკვე არაფრის,
გულ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1298 / თარიღი: 2014-09-03 / 3:48 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 30 სონეტი / william shakespeare - 30 sonnet


ფიქრთა სამყარო როს მოუხმობს დღეებს გარდასულს,
ყმაწვილკაცობა დაკარგული მომაგონდება,
ვიგონებ წუთებს, განუქარველ დარდით დაღდასმულს,
და ჩემთვის ძვირფასს აჩრდილებზე ვიწყებ გოდებას.
თვალნი დამშრალნი ივსებიან ცრემლით მდუღარით,
მეგობრებს ჩემსას რომ ახურავთ კუბოს ფიცარი, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1149 / თარიღი: 2014-09-03 / 3:31 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 29 სონეტი / william shakespeare - 29 sonnet


როცა მღალატობს საწუთრო და ბედი მზაკვარი,
როცა დავტირი განდეგილი ამ სიმარტოვეს,
როცა ვხედავ, რომ აირია ჩემი გზა – კვალი,
ცას შევჩივი, რომ ვარსკვლავებმა ასე დამტოვეს,
იმედით სავსე ადამიანს შურით შევყურებ,
გული მწყდება, რომ უმეგობროდ ვარ გაძარცული,
ხელოვნება ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1098 / თარიღი: 2014-09-03 / 3:29 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 28 სონეტი / william shakespeare - 28 sonnet


ალბათ, დაღლილი ვეღარაფრით ვერ მოვისვენებ,
არ მეღირსება დამშვიდება, ალბათ, აროდეს,
დღე – შრომით მქანცავს, ღამე – თვალებს ცრემლით მისველებს,
მარად ტანჯული სული ჩემი როსღა ხარობდეს.
დღესა და ღამეს ერთმანეთის მტრობა აღარ აქვთ,
ჩემს საწამებლად გადაიქცნენ ძმადნ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1043 / თარიღი: 2014-09-03 / 3:28 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 27 სონეტი / william shakespeare - 27 sonnet


როცა დაღლილი ჩემს სასთუმალს თავს შევაფარებ,
როცა სხეული, დაქანცული, მისახედია,
გონება ჩემი მაინც შენზე ფიქრს შემაპარებს
და სანეტარო ოცნებაში ვიწყებ ხეტიალს.
ჩემი ფიქრები ამ წამწალით ვეღარ დაღლილან,
შენსკენ მოდიან მომლოცველად. როგორც მწირები,
თვალგახელილი ბნელეთ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1105 / თარიღი: 2014-09-03 / 3:27 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 26 სონეტი / william shakespeare - 26 sonnet


ჩემო მეუფევ, ვიდრემდისაც სული შემრჩება,
მე, ქედმოხრილი, შენი მონის უღელს ვატარებ
და ახლა შენთან ამ სტრიქონებს ვგზავნი ელჩებად,
სიყვარულს ვატან, ნიჭი ვეღარ გამოვატანე.
თუმცაღა ვიცი, ეს ლექსები, ფეხშიშველები,
ვერას იტყვიან შენს საკადრისს შენთან წამოსვლით,
მაგრამ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1132 / თარიღი: 2014-09-03 / 3:27 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 25 სონეტი / william shakespeare - 254 sonnet


ვინაც ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული,
დე, ახარბებდეს დიდკაცობის დიდი წოდება,
თუმც არაფერი ქვეყნად არ მაქვს საბადებელი,
მე სიხარულში მაინც ვერვინ გამიტოლდება.
ტახტის მონა და მოყვარული ლხენით ინთება,
თუ მოახერხა მეფის გულში დასადგურება,
მაგრამ ასევე მალე კვდება ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1150 / თარიღი: 2014-09-03 / 2:31 PM / ოთხშაბათი

« 1 2 ... 315 316 317 318 319 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0