Загрузка...
გიორგი გულუა - გამწყობა / giorgi gulua - gantskoba - 3 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:53 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 3 » გიორგი გულუა - გამწყობა / giorgi gulua - gantskoba


3:48 PM
გიორგი გულუა - გამწყობა / giorgi gulua - gantskoba


განწობას გიქმნის სიგარეტის ბოლი და წვიმა,
ფანჯრის რაფაზე წვეთი უკრავს არეულ შედევრს,
მე დღეს სუყველა ოცნებები სტრიქონში მიმაქვს,
ეს რექვიემი დაემსგავსოს პოეტურ შედევრს...

საათის ისრის სიგიჟეებს ჩამოვრჩი ფეხით,
რადგან განწობა შემრჩენია უკვე არაფრის,
გული სიცოცხლეს მიდასტურებს რიტმული ფეთქვით,
დაძინებამდე ვერ მივხვდები დილის ჩანაფიქრს..

ხარ რაღაც ისე... ტრანსფარანტად გაქციეს მგონი,
ამოკაწრული მოიგლიჯე ყველა ნერვები,
გამოიტენე სულის მხრები უტვინო ცოდვით
და მეასედაც ... მეათასედ ცარიელდები

მკერდი დაიტევს არავისგან მოცემულ განცდებს
ის რისთვისაც ღირს ორი ფეხის დადგმა მიწაზე,
რისთვისაც სხეულს მერამდენე წელია ათრევ,
რისთვისაც ყველა ნაშობია დედამიწაზე..

ყველა უგუნურ მეწვრილმანეს უმტკიცებ იმედს,
მე წავაწერე ბოლო სტროფი ლექსის ეპიზოდს,
კადრების ციკლი მომაგონებს უზარო ფილმებს,
ეპილოგისთვის დიდი მადლობა კრეტინ რეჟისორს..

ეს თუ მოითმენ ...თუკი გჯერა სხვა სივრცის არსი
და თუ ავარა შემოგიჩნა აზრები ფიქრში...
იღებ იარაღს სუყველაზე გვიანი განცდით..
და საფერთქელის ნაწილაკზე მიბჯენით ისვრი..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1304 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0