Загрузка...
უილიამ შექსპირი - 25 სონეტი / william shakespeare - 254 sonnet - 3 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-05-09, 10:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 3 » უილიამ შექსპირი - 25 სონეტი / william shakespeare - 254 sonnet


2:31 PM
უილიამ შექსპირი - 25 სონეტი / william shakespeare - 254 sonnet


ვინაც ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული,
დე, ახარბებდეს დიდკაცობის დიდი წოდება,
თუმც არაფერი ქვეყნად არ მაქვს საბადებელი,
მე სიხარულში მაინც ვერვინ გამიტოლდება.
ტახტის მონა და მოყვარული ლხენით ინთება,
თუ მოახერხა მეფის გულში დასადგურება,
მაგრამ ასევე მალე კვდება მისი დიდება,
ერთი მრისხანე გამოხედვით განადგურდება.
სახელგანთქმული და ცნობილი მხედართმთავარი,
თუკი ოდესმე მოესწრება ბრძოლის წაგებას,
ვინ გაიხსენოს მისი დაშნის ძველი ჯავარი,
ვინ ააცილოს დამარცხებულს ლანძღვა-ძაგება.
მე კი წოდებას ვინ წამართმევს კუბოს კარამდის,
მიჯნური მყავს და მიჯნური ვარ აწ და მარადის.

Let those who are in favour with their stars
Of public honour and proud titles boast,
Whilst I, whom fortune of such triumph bars,
Unlook'd for joy in that I honour most.
Great princes' favourites their fair leaves spread
But as the marigold at the sun's eye,
And in themselves their pride lies buried,
For at a frown they in their glory die.
The painful warrior famoused for fight,
After a thousand victories once foil'd,
Is from the book of honour razed quite,
And all the rest forgot for which he toil'd:
Then happy I, that love and am beloved
Where I may not remove nor be removed.




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1116 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0