Загрузка...
უილიამ შექსპირი - 28 სონეტი / william shakespeare - 28 sonnet - 3 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-22, 1:04 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 3 » უილიამ შექსპირი - 28 სონეტი / william shakespeare - 28 sonnet


3:28 PM
უილიამ შექსპირი - 28 სონეტი / william shakespeare - 28 sonnet


ალბათ, დაღლილი ვეღარაფრით ვერ მოვისვენებ,
არ მეღირსება დამშვიდება, ალბათ, აროდეს,
დღე – შრომით მქანცავს, ღამე – თვალებს ცრემლით მისველებს,
მარად ტანჯული სული ჩემი როსღა ხარობდეს.
დღესა და ღამეს ერთმანეთის მტრობა აღარ აქვთ,
ჩემს საწამებლად გადაიქცნენ ძმადნაფიცებად,
დღისით და მზისით – მძიმე ჯაფამ გული დაღარა,
ღამის წყვდიადში – უშენობით სული იცლება.
რადგან დღე – ღამეს ჩემი ტანჯვა აღარ მოსწყინდა,
დღეს ვეუბნები, რომ შენა გგავს ზეცის ფერია,
ღამეს ვარწმუნებ, როცა მინდა მისი მოსყიდვა,
რომ ვარსკვლავებსაც ჩემი სატრფოს თვალთა ფერი აქვთ.
დღე კვლავ მაწამებს, ჩემსკენ ვეღარ გადმოვიბირე,
და მწუხრი ისევ მწუხარებით ტანჯვას მიპირებს.

How can I then return in happy plight,
That am debarr'd the benefit of rest?
When day's oppression is not eased by night,
But day by night, and night by day, oppress'd?
And each, though enemies to either's reign,
Do in consent shake hands to torture me;
The one by toil, the other to complain
How far I toil, still farther off from thee.
I tell the day, to please them thou art bright
And dost him grace when clouds do blot the heaven:
So flatter I the swart-complexion'd night,
When sparkling stars twire not thou gild'st the even.
But day doth daily draw my sorrows longer
And night doth nightly make grief's strength seem stronger.




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1044 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0