ლექსები - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-17, 10:41 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ოთარ ჭილაძე - როდესაც ასე ახლოა გრემი ... / otar chiladze - rodesac ase akhloa gremi ...


როდესაც ასე ახლოა გრემი,
მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი,
რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით
რაღაც ახალი, სულმთლად ახალი.

და თუმცა გრემი არის ბებერი,
არის დაღლილი და დანგრეული,
მე მაინც მამღვრევს ეს სექტემბერი,
როგორც საყვარელ ქალის სხეული.

მე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2297 / თარიღი: 2014-08-06 / 7:40 AM / ოთხშაბათი

ოთარ ჭილაძე - ძალიან მალე იცლება ჭიქა ... / otar chiladze - dzalian male icleba chiqa ...


ძალიან მალე იცლება ჭიქა,
ძალიან მალე იღლება თვალი,
ძალიან მლე, ძალიან მალე
იცვლება აზრი, იშლება კვალი.

მე კი კვლავ გულის კარნახით ვცხოვრობ _
ჯერ ვერ ამოვდე გრძნობას სადავე,
ჯერ ვერ მოვუღე ოცნებას ბოლო,
ვერ მოვუშალე იმედს სათავე.

და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1282 / თარიღი: 2014-08-06 / 7:36 AM / ოთხშაბათი

ოთარ ჭილაძე - შენ ხარ ჩემი ჯილდოც... / otar chiladze - shen khar chemi jildoc...


შენ ხარ ჩემი
ჯილდოც.
სასჯელიც.
გულზე ახლოს ხარ
და ღმერთზე ზემოთ.
ჩემო ტანჯულო.
ჩემო მტანჯველო.
დაუღალავო
სამშობლოვ ჩემო.
შენთან ვარ. მაგრამ
მაინც დაგეძებ.
როგორც დაეძებს
სასჯელს მშიერი.
და ამ პატარა
მის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2134 / თარიღი: 2014-08-06 / 7:33 AM / ოთხშაბათი

ნიკოლოზ ბარათაშვილი - საყურე / nikoloz baratishvili - sakure


ვითა პეპელა
არხევს ნელნელა
სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,
ასე საყურე,
უცხო საყურე,
ეთამაშება თავისსა აჩრდილს.
ნეტავი იმას,
ვინც თავისს სუნთქვას
შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!
შენის შერხევით,
სიო-მობერვით
გულისა სიცხეს განი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1214 / თარიღი: 2014-08-06 / 7:31 AM / ოთხშაბათი

ხალხური - *** / khalkhuri - ***


ახლა ის დროა, როცა სულ ყველა
უნდა ხედავდეს სანატრელ სიზმარს
ახლა ის დროა, როცა ზარები
აღარ რეკავენ, უცდიან დილას.
მაგრამ ბუნებას სულ არ სურს ძილი
თეთრი ფანტელი ჩამოდის ციდან,
გათენებულზე ალბათ ბავშვები
გადათელავენ თოვლიან მიწას…
თუმცა ბუნება არ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 997 / თარიღი: 2014-08-06 / 7:25 AM / ოთხშაბათი

აკაკი წერეთელი - ქართველი ქალი / akaki tsereteli - qartveli qali


მწუხარე და სევდიანი
სერზედ იდგა ერთი ქალი,
ფერმიხდილსა მღელვარებით
შორს ეჭირა გზისკენ თვალი.
მას უნდოდა, რომ შეეტყო
მისი ქვეყნის ბედისწერა;
შიკრიკს მოჰკრა შორით თვალი
და დაუწყო გულმა ძგერა.
მიაძახა ახლოს მოსულს:
"ნუ დაჰფარავ ნურაფერსო, < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1302 / თარიღი: 2014-08-06 / 0:36 AM / ოთხშაბათი

აკაკი წერეთელი - ზღვაო, აღელდი, აღელდი / akaki tsereteli - zghvao, agheldi, agheldi


ზღვაო, აღელდი, აღელდი,
ქარტეხილს დაემორჩილე!
აამთაგორე ტალღები,
კიდეებს გადააცილე!
მარგალიტების სალარო
შენი უფსკრული გულია,
მყუდროების დროს ის განძი
ქვეყნისთვის დაფარულია.
მხოლოდ როდესაც მრისხანებ,
გულს უხსნი მზეს და მთვარესა,
იმ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1053 / თარიღი: 2014-08-06 / 0:31 AM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - თოვლი / galaktion tabidze - tovli


მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1201 / თარიღი: 2014-08-06 / 0:29 AM / ოთხშაბათი

ხალხური - მეცხვარის ჩივილი / khalkhuri - meckhvaris chivili


თუმც არაფერი მაკლია, მაინც ცუდი მაქვს გუნება,
მომენატრება სამშობლოს წყალი, ჰაერი, ბუნება,
მთაში ფერადი ყვავილის მზისაგან, გადახუნება.
ბარად გაბმული გუთნების კვალთ კვალზე გადაბრუნება.

მთაგორიანი მიდამოს მონატრება და ყურება.
გაღმა გამოღმა ტყე ველთა მტრედების და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1277 / თარიღი: 2014-08-06 / 0:22 AM / ოთხშაბათი

ბესარიონ გაბაშვილი - ტანო ტატანო / besarion gabashvili - tano tatano


ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,
ყელსა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1647 / თარიღი: 2014-08-06 / 0:14 AM / ოთხშაბათი

« 1 2 ... 355 356 357 358 359 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0