Загрузка...
ხალხური - მეცხვარის ჩივილი / khalkhuri - meckhvaris chivili - 6 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » ხალხური - მეცხვარის ჩივილი / khalkhuri - meckhvaris chivili


0:22 AM
ხალხური - მეცხვარის ჩივილი / khalkhuri - meckhvaris chivili


თუმც არაფერი მაკლია, მაინც ცუდი მაქვს გუნება,
მომენატრება სამშობლოს წყალი, ჰაერი, ბუნება,
მთაში ფერადი ყვავილის მზისაგან, გადახუნება.
ბარად გაბმული გუთნების კვალთ კვალზე გადაბრუნება.

მთაგორიანი მიდამოს მონატრება და ყურება.
გაღმა გამოღმა ტყე ველთა მტრედების დაღუღუნება,
მე აქ ვარ გადმოკარგული შორი ყიზლარის მხარესა.
ფოქრობ, ვეღარა ვნახავა ართნოხის არემარესა.

ვეღრ დავლევა ცივ წყაროს, სოფლის გვერდს მომდინარესა,
ვერ ვნახავ გაშლილ მთის კალთებს შვილთათვის მომწყინარესა.
დღეს მზესა ვკითხავთქვენს ამბავს, ღამე მიუვალ მთვარესა.
მაგრამ რაც უნდა გიამბონ მკვდარ გულს გასახარებსა.

მთვარეს ვინ მისცემს სინათლეს ცრემლებად დანაღვარებსა,
რა შეცვლის ნეტა ტკბილითა უბედო ბედს მწარესა.
ოთხი წლის ჩემი სიცოცხლე გავდა პიმპილსა მწარესა.
ჩამომითვალეთ რა ხდება ამ ქვეყანაზე მწარედა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1278 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0