ლადო ასათიანი - მე მიყვარს, როცა ყანაში გახვალ და მოგაგებებს სიმინდი ლახვარს / lado asatiani - me miyvars, roca kanashi gakhval da mogageb
მე მიყვარს, როცა ყანაში გახვალ და მოგაგებებს სიმინდი ლახვარს. მე მიყვრს, როცა ყანაში გახვალ და დილის ნამით გაილუმპები თუ ეს ერთხელაც არ განგიცდია, სიტყვის უთქმელად დაიღუპები. ან როცა იწყებ სიმინდის მოროდს და ფეხზე სველი მიწა გეყრება...
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1275 / თარიღი: 2014-08-05 / 11:39 PM / სამშაბათი
ილია ჭავჭვაძე - გაზაფხული / ilia chavchavadze - gazafkhuli
ტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალიც ჭყივის, ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა სტირის. აყვავებულა მდელო, აყვავებულან მთები; მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?
კომენტარები: 0 / ნანახია: 1399 / თარიღი: 2014-08-05 / 11:30 PM / სამშაბათი
ილია ჭავჭვაძე - ყვარლის მთებს / ilia chavchavadze - kvarlis mtebs
სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა, მაგრამ თქვენს ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა: თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად, ვით ჩემი გული, თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული! მახსოვს, ყრმა ვიყავ, ძლივს მოსული გონს და ცნობასა, როს სიდიადე თქვენი მგვრიდა კანკა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1488 / თარიღი: 2014-08-05 / 11:27 PM / სამშაბათი
გიორგი ლეონიძე - წეროს თოვლი / giorgi leonidze - tseros tovli
მზემ შეალბო შეყინული ბზარები, დნება წეროს თოვლი: რეკენ ყინვის იისფერი ზარები უკანასკნელ თრთოლვით. უკანასკნელ სიკვდილამდე შენთან ვარ, უკანასკნელ სულის ამოხდომამდი, სიჭაბუკევ! ხელში გამიქანდები, როგორც ზღვაში გაქროლილი ხომალდი. მომე ჭ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1303 / თარიღი: 2014-08-05 / 11:23 PM / სამშაბათი
გალაკტიონ ტაბიძე - მე და ღამე / galaktion tabidze - me da ghame
ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება მთვარით ნაფენს არე-მარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს. სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს. ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი, ისე არის
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1286 / თარიღი: 2014-08-05 / 11:20 PM / სამშაბათი
გალაკტიონ ტაბიძე - დროშები ჩქარა / galaktion tabidze - droshebi chqara
გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა... დროშები ჩქარა! თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს- წყარო ანკარა... დროშები ჩქარა! დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს, ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა. მათ ხსოვნას ქვეყანა ს
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 3348 / თარიღი: 2014-08-05 / 11:18 PM / სამშაბათი
გალაკტიონ ტაბიძე - მერი / galaktion tabidze - meri
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა, სანდომიან ცის ელვა და ფერი მწუხარე იყო, ვით შემოდგომა! აფეთქებული და მოცახცახე იწვოდა ნათელ ალთა კრებული, მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე იყო იდუმალ გაფითრებული. იწვოდ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1475 / თარიღი: 2014-08-05 / 11:15 PM / სამშაბათი
გალაკტიონ ტაბიძე - შერიგება / galaktion tabidze - sherigeba
ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი, თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები და წავალ ქარში, როგორც მოცარტი, გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით. დღეს ყველგან მზეა. ახლა ამ ბაღებს და მყინვარს, მაღალ ზრახვათა მეფეს, მაისი ალით ააზამბახებს, ვით შეყვარებულს და მეოცნე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 2058 / თარიღი: 2014-08-05 / 11:13 PM / სამშაბათი
გალაკტიონ ტაბიძე - ლურჯა ცხენები / galaktion tabidze - lurja ckhenebi
როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი, ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში! არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი, ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე. მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა! ცეცხლი არ კრთის თვალებში,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1345 / თარიღი: 2014-08-05 / 11:12 PM / სამშაბათი
გალაკტიონ ტაბიძე - უდაბნო / galaktion tabidze - udabno
სიყმაწვილეში მე ვჭკნებოდი, როგორც ფოთოლი, ობოლი ვიყავ მე მაშინაც, სულით ობოლი; ჟამი მიჰქროდა ახალი დღით განრიგებული, არ მშვიდდებოდა ჩემში მაინც გული ვნებული. დღესაც მარტო ვერ, სიყვარულის არ მესმის ნანა. ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა მთელი ქვეყანა, მოვკვდე და გული
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 2025 / თარიღი: 2014-08-05 / 11:10 PM / სამშაბათი
|