მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » ოთარ ჭილაძე - როდესაც ასე ახლოა გრემი ... / otar chiladze - rodesac ase akhloa gremi ...
7:40 AM ოთარ ჭილაძე - როდესაც ასე ახლოა გრემი ... / otar chiladze - rodesac ase akhloa gremi ...
როდესაც ასე ახლოა გრემი, მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი, რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით რაღაც ახალი, სულმთლად ახალი.
და თუმცა გრემი არის ბებერი, არის დაღლილი და დანგრეული, მე მაინც მამღვრევს ეს სექტემბერი, როგორც საყვარელ ქალის სხეული.
მე მაინც კეთილ ფიქრებით მავსებს სახეგაპობილ კედლის ალმური და უკვე ვიცი, რად მიყვარს ასე ვაზიც, ჩუქურთმაც და სალამურიც.
მე ყველაფერი მომწონს და მიყვარს, მე ყველაფერი მგონია ჩემი, როდესაც ასე ახლოა გრემი, როდესაც ასე ახლოა გრემი!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 2299 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|