Загрузка...
გიორგი ლეონიძე - წეროს თოვლი / giorgi leonidze - tseros tovli - 5 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-03-29, 10:30 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 5 » გიორგი ლეონიძე - წეროს თოვლი / giorgi leonidze - tseros tovli


11:23 PM
გიორგი ლეონიძე - წეროს თოვლი / giorgi leonidze - tseros tovli


მზემ შეალბო შეყინული ბზარები,
დნება წეროს თოვლი:
რეკენ ყინვის იისფერი ზარები
უკანასკნელ თრთოლვით.

უკანასკნელ სიკვდილამდე შენთან ვარ,
უკანასკნელ სულის ამოხდომამდი,
სიჭაბუკევ! ხელში გამიქანდები,
როგორც ზღვაში გაქროლილი ხომალდი.

მომე ჭიქა, სადღეგრძელო ახალი!
მომე გული, მერე გამაქვითკირე!
თუ მოგესმათ ხერხემალის ჭახანი,
წეროს თოვლში, წეროებო, მიტირეთ.

თოვლს წაჰყვება ჩემი ახალგაზრდობა,
ის მეორედ აღარ გალამაზდება:
ლექსიც ჩქარა, ქალის სიყვარულიცა,
წყეულებმა არ იციან დანდობა!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1262 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0