ლექსები - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-17, 6:26 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



გალაკტიონ ტაბიძე - მიმღერე რამე / galaktion tabidze - mimghere rame


როგორ მიყვარდა! მაგრამ ხსოვნა იმ ტრფობის სრულის
დარჩა ჩემს გულში წაუშლელი და მოკამკამე,
იმას იგონებს დაღონდება დადაღულ გულის…
იმ სიყვარულის მიმღერე რამე!
ყმაწვილკაცობა, ყვავილები სიცოცხლის დილის
ბურუსებს იქით გადიკარგა… როგორ ვეწამე!
ეხლა თავს მადგას ჭმუნვარ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1396 / თარიღი: 2014-08-05 / 11:08 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ქარით დატირებული / galaktion tabidze - qarit datirebuli


ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მოფრინავდა ფოთოლი, ხიდან ჩამოფრენილი.
და სტიროდა მიდამო, იძვრცებოდა ტყეები,
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები.
შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე, ჩემი გულის სიცივეს.
ეხლა… თოვლში ჩაფლულ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1368 / თარიღი: 2014-08-05 / 11:03 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - გორა-გორა, ვაზი-ვაზი / galaktion tabidze - gora-gora, vazi-vazi


გორა-გორა, ვაზი-ვაზი,
მთვარით მონამკედარი;
ხევით ხევზე, მთიდან მთაზე,
ეშურება მხედარი.

ფეოდალი ძველისძველი,
მეფეთ შთამომავალი,
ვისიც იყო მთა და ველი
და კოშკები მრავალი,

ახლა მიჰქრის, იგი მიჰქრის,
მერანს ცეცხლი ედება.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1947 / თარიღი: 2014-08-05 / 10:59 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - არ ვარ ობოლი ამ ქვეყანაზე / galaktion tabidze - ar var oboli am qvekanaze


არ ვარ ობოლი ამ ქვეყანაზე,
შენ მეგულები ნუგეშად სანამ…
რა არის ტკბილი დედის ნანაზე,
მე მიმატოვა ადრე იმ ნანამ.
მაინც დავდივარ ამ ქვეყანაზა.
სულ არ ვივლიდი ამ ქვეყანაზე,
ნუგეშად რომ არ მეგულებოდე,
დაე,მგოსნობით მრავალ ხანაზე
ზოგს ვყვარებოდე,ზოგს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1436 / თარიღი: 2014-08-05 / 10:51 PM / სამშაბათი

ლადო ასათიანი - ჩემი სამშობლო / lado asatiani - chemi samshoblo


ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი,
ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის,
ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი,
ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი.

ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა,
ტკბილია როგორც სურნელი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2127 / თარიღი: 2014-08-05 / 10:49 PM / სამშაბათი

ანა კალანდაძე - ბროწეულები / ana kalandadze - brotseulebi


შენს ლურჯ მწვერვალებს, თოვლი რომ ფარავს,
თერგს და დარიალს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს შმაგ ჩანჩქერებს, მთებიდან ბარად
რომ იჩქარიან,
მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს
ბროწეულებზე:
იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ
ჩვენი გ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1601 / თარიღი: 2014-08-05 / 10:45 PM / სამშაბათი

ანა კალანდაძე - მრავალჟამიერ / ana kalandadze - mravaljhamier


შენს ლურჯ მწვერვალებს, თოვლი რომ ფარავს,
თერგს და დარიალს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს შმაგ ჩანჩქერებს, მთებიდან ბარად
რომ იჩქარიან,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს მამაც გმირებს, - გზა საომარი
მხნედ რ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1379 / თარიღი: 2014-08-05 / 10:43 PM / სამშაბათი

ანა კალანდაძე - ბოშა ქალი / ana kalandadze - bosha qali


და რა ქალი?! ხელის გულით სატარები...

რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი...

ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები...

შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი...

მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის,

ეტყვიან და... ისიც ეტყვის ურიგოს...

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1603 / თარიღი: 2014-08-05 / 10:41 PM / სამშაბათი

ვაჟა ფშაველა - მუდარა / vaja fshavela - mudara


მზეო, მისდიხარ-მოსდიხარ,
ცით მიწის მანათობელი,
რით არ მოგწყინდა სინათლე,
სიბნელის დამამხობელი?
ერთხელ მკვდართადაც ამოდი,
ცივთა სამარეთ ცაზედა;
მადლია, ადამის ძეთა
ნათლად დაადგე თავზედა.
მკვდარს მინდა შენი სინათლე,
ცოცხალს სიცოცხლე მკმარი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1281 / თარიღი: 2014-08-05 / 10:40 PM / სამშაბათი

ვაჟა ფშაველა - ობოლი / vajha fshavela - oboli


"აღარც დედა მყავს, არც მამა,

აღარც ძმა, აღარც ბიძები,

სულ დამელია თვის-ტომი,

ტყის ნადირივით ვიზრდები.

ტან-ფეხ-შიშველი დავდივარ,

ნამტირალევი, მშიერი,

მუხთალი რამა ყოფილა

წუთისოფელი ცბიერი!”

ამას ფი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1122 / თარიღი: 2014-08-05 / 10:39 PM / სამშაბათი

« 1 2 ... 358 359 360 361 362 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0