ლექსები - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-17, 4:29 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ნიკოლოზ ბარათაშვილი - სულო ბოროტო… / nikoloz baratashvili - sulo boroto


სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?

ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას, ყმაწვილკაცობას?
თითქოს მაძლევდი ამა სოფლად თავისუფლება ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 8040 / თარიღი: 2014-08-05 / 5:11 PM / სამშაბათი

ნიკოლოზ ბარათაშვილი - შემოღამება მთაწმიდაზედ / nikoloz baratashvili - shemoghameba mtatsmindaze


ჰოი, მთაწმიდავ, მთაო წმიდავ, ადგილნი შენნი

დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,

ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,

ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ვითარი მაშინ იდუმილობა დაისადგურებს შენს არემარეს!

რა სანახავი წარუტყვევს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1162 / თარიღი: 2014-08-05 / 5:08 PM / სამშაბათი

ნიკო გომელაური - წელიწადის ყველა დროს ... / niko gomelauri - tselitsadis kvela dros ...


წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ დამიშლი ოღონდ სმას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1181 / თარიღი: 2014-08-05 / 11:45 AM / სამშაბათი

ნიკო გომელაური - მე რომ წავალ ალბათ... / niko gomelauri - me rom tsaval albat...


მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ,მჯერა მე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1292 / თარიღი: 2014-08-05 / 11:43 AM / სამშაბათი

გიორგი ლეონიძე - ქართულო სიტყვავ! / giorgi leonidze - qartulo sitkvav!


მთვარე შრიალებს ფიჭვივით
დაუსრულებელ ოხვრაში,
ამოდის კოხტა ბიჭივით
ცისკარი ახალ ჩოხაში.

ეს მთვარე ვიღამ შეკერა,
ვინ არის მისი მკერავი?
ეს გული ვიღამ დასხლიტა,
ბურთივით გაუთქერავი?

შენ დამარწიე, იორო,
მაჩქეფე თავზე მირონი;
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1568 / თარიღი: 2014-08-05 / 11:27 AM / სამშაბათი

გიორგი ლეონიძე - იორის ღამე / giorgi leonidze - ioris ghame


მთვარე შრიალებს ფიჭვივით
დაუსრულებელ ოხვრაში,
ამოდის კოხტა ბიჭივით
ცისკარი ახალ ჩოხაში.

ეს მთვარე ვიღამ შეკერა,
ვინ არის მისი მკერავი?
ეს გული ვიღამ დასხლიტა,
ბურთივით გაუთქერავი?

შენ დამარწიე, იორო,
მაჩქეფე თავზე მირონი;
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1369 / თარიღი: 2014-08-05 / 11:24 AM / სამშაბათი

ილია ჭავჭავაძე - ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია / ilia chavchavadze - chemo kargo qvekanam, razed mogitskenia


ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია
ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,
თუმცა ძველნი დაგვშორდნენ, ახალნი ხომ შენია...

მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია, -
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1219 / თარიღი: 2014-08-05 / 8:41 AM / სამშაბათი

ილია ჭავჭავაძე - სანთელი / ilia chavchavadze - santeli


ვზივარ და შევჭვრეტ ჩემ-წინ სანთელსა,
რომელიც წეღან უხვად ნათელსა
ჩემს ოთახს ჰფენდა და აშუქებდა
და თვალ-წინ ბნელსა განმინათლებდა;
აწ მიწურვილა გასაქრობლადა,
შანდლისა თავზე ძლივ-ძლივღა ბჟუტავს,
ხან ჩაქრება და ხან მნათობლადა
კვლავ შანდლიდამა წამოიხედავს. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1812 / თარიღი: 2014-08-05 / 8:37 AM / სამშაბათი

ილია ჭავჭავაძე - აჩრდილი / ilia chavchavadze - achrdili


I

აღმობრწყინდა მზე დიდებულადა
და გაანათლა ქვეყანა ბნელი,
კავკასის მთების წვერთა მაღალთა
ზედ გადაჰფინა ოქროს ნათელი.
აღმოჩნდა მთების ზემოთ მყინვარი,
ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ,
იგივ დიადი, იგივ მძვინვარი,
იგივ დიდებულ და დადუმებულ.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 6864 / თარიღი: 2014-08-05 / 8:35 AM / სამშაბათი

შოთა ნიშნიანიძე - მე ვარ მისანი ხარი წიქარა / shota nishnianidze - me var misani khari tsiqara


მე ვარ მისანი ხარი წიქარა,
შენი დვრიტა ვარ, მამულ-დედულო,
ზღაპრიდან მისთვის გამოვიპარე,
რომ გემსახურო და გიერთგულო.
შენი უღელი მემჩატოს აგრემც,
ქედზე რომ მადგას განაჩენივით
არ მომიღერო გეთაყვა სახრე,
სიყვარულისთვის ვარ გაჩენილი.
და თუ გქონია რა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2197 / თარიღი: 2014-08-05 / 8:33 AM / სამშაბათი

« 1 2 ... 361 362 363 364 365 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0