Загрузка...
შოთა ნიშნიანიძე - მე ვარ მისანი ხარი წიქარა / shota nishnianidze - me var misani khari tsiqara - 5 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 5 » შოთა ნიშნიანიძე - მე ვარ მისანი ხარი წიქარა / shota nishnianidze - me var misani khari tsiqara


8:33 AM
შოთა ნიშნიანიძე - მე ვარ მისანი ხარი წიქარა / shota nishnianidze - me var misani khari tsiqara


მე ვარ მისანი ხარი წიქარა,
შენი დვრიტა ვარ, მამულ-დედულო,
ზღაპრიდან მისთვის გამოვიპარე,
რომ გემსახურო და გიერთგულო.
შენი უღელი მემჩატოს აგრემც,
ქედზე რომ მადგას განაჩენივით
არ მომიღერო გეთაყვა სახრე,
სიყვარულისთვის ვარ გაჩენილი.
და თუ გქონია რამე ტკივილი
ან რამე ჭირი ზნეკეთილიანს, _
ამილოკია ქვამარილივით
და ხარის ცრელით დამიტირია.
რამდენჯერ ვმდგარვარ სამოთხის კართან
ქედგახეხილი, გადატყაული...
ღმერთთან საუბრის და ნიჭის გარდა
არაფერი მაქვს დანაშაული.
და როცა მიწას მივებარები,
ნაჯაფარი და ტანდაკორძილი, _
შენზე დამრჩება ისევ თვალები
ანგელოსების ამოკოცნილი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2199 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0