Загрузка...
ილია ჭავჭავაძე - სანთელი / ilia chavchavadze - santeli - 5 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 5 » ილია ჭავჭავაძე - სანთელი / ilia chavchavadze - santeli


8:37 AM
ილია ჭავჭავაძე - სანთელი / ilia chavchavadze - santeli


ვზივარ და შევჭვრეტ ჩემ-წინ სანთელსა,
რომელიც წეღან უხვად ნათელსა
ჩემს ოთახს ჰფენდა და აშუქებდა
და თვალ-წინ ბნელსა განმინათლებდა;
აწ მიწურვილა გასაქრობლადა,
შანდლისა თავზე ძლივ-ძლივღა ბჟუტავს,
ხან ჩაქრება და ხან მნათობლადა
კვლავ შანდლიდამა წამოიხედავს...
ებრძვის სიკვდილსა ჩემი სანთელი,
მაგრამ მას, წყეულს, რა დაამარცხებს?
ლაჟვარდად ქმნილი სუსტი ნათელი
შანდლის ჯურღმულში თავსა ანარცხებს.
აგერ ოთახსაც ჩრდილმან გადაჰკრა,
კედლებზე ძლივს სცემს ბნელადა შუქი,
აგერ სანთელიც შანდალში ჩაქრა...
რა დამრჩა მისგან? — მწვარი პატრუქი.
ეგრეთაც კაცი ძლიერი ჰქრება,
რა ეწვევა მას სიკვდილი — მტერი;
მშვენიერ არსის მაგიერ გვრჩება
ერთი მუჭა-ღა გამხმარი მტვერი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1814 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0