Загрузка...
გიორგი ლეონიძე - ქართულო სიტყვავ! / giorgi leonidze - qartulo sitkvav! - 5 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 5 » გიორგი ლეონიძე - ქართულო სიტყვავ! / giorgi leonidze - qartulo sitkvav!


11:27 AM
გიორგი ლეონიძე - ქართულო სიტყვავ! / giorgi leonidze - qartulo sitkvav!


მთვარე შრიალებს ფიჭვივით
დაუსრულებელ ოხვრაში,
ამოდის კოხტა ბიჭივით
ცისკარი ახალ ჩოხაში.

ეს მთვარე ვიღამ შეკერა,
ვინ არის მისი მკერავი?
ეს გული ვიღამ დასხლიტა,
ბურთივით გაუთქერავი?

შენ დამარწიე, იორო,
მაჩქეფე თავზე მირონი;
დალაგდნენ ლექსის ჯიქნებად
ეგ შენი სანაპირონი ―

შენი ჩანჩქრები, საწური
აბრეშუმისა ბადითა,
შენს ვენახებში სუფრები
ჩონგურითა და მწვადითა;

შენი ბდღვრიალა კალმახი,
აცვია თითქოს ჩითები;
დილა, რომელსაც ნისკარტით
ეზიდებიან ჩიტები...

და უწმინდესი ტაძარი,
არხზე წისქვილი პატარა;
შენმა ტინებმა სიმაგრე
ლექსებში გამომატანა!

შენი ფშანების ნაჟური
ლექსში სჩქეფს, როგორც მაჭარი,
თუ ამოგხაპეს, გაგყიდეს,
გავხდები შენი ვაჭარი!

მთვარე შრიალებს ფიჭვივით,
დაუსრულებელ ოხვრაში;
ამოდის კოხტა ბიჭივით
ცისკარი ახალ ჩოხაში...

მთვარე გომბორზე წაიქცა, ―
რძით გავსებული ტაგანი...
იორზე ვმღერი წნორებთან,
ერთი იმ წნორებთაგანი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1569 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0