მასალის არქივი - პოეზიის სამყარო
სამშაბათი, 2024-04-23, 8:49 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » მასალის არქივი



ნიკა ძამიაშვილი — * * * (მარტოკაცის ბინაში მეტია ღმერთი, ვიდრე მთელს მის ქუჩაზე..)


მარტოკაცის ბინაში მეტია ღმერთი,
ვიდრე მთელს მის ქუჩაზე..

კარის გამოხურვამდე პირჯვრის გადაწერა
ქუჩაში მეგობრის დასამშვიდობებლად აწეული ხელივითაა,
რომელიც მახსენებს ტრანსპორტიდან შემჩნეულ
ახალგაზრდა გამხდარი გოგონას სახეს,
რომელშიც დავინახე დედობრივი სით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 294 / თარიღი: 2020-09-26 / 1:40 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (შენ ხარ ჩემი სევდიანი ამინდი ცრემლის გარეშე..)


შენ ხარ ჩემი სევდიანი ამინდი
ცრემლის გარეშე.

მწამს,
ოდესმე შეგეხები
და გამოიდარებ!..

კომენტარები: 0 / ნანახია: 319 / თარიღი: 2020-09-26 / 1:38 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (მე ვუსმენ ნიჟარას და ვგრძნობ როგორ იხრჩობი..)


მე ვუსმენ ნიჟარას
და ვგრძნობ
როგორ იხრჩობი,
მაგრამ ვერ გეხმარები,
რადგან არ ვიცი,
რომელ
ზღვაში
გეძებო?!.

კომენტარები: 0 / ნანახია: 316 / თარიღი: 2020-09-26 / 1:36 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (მარტოდ ხეტიალის შემდეგ..)


მარტოდ ხეტიალის შემდეგ
ავედი სახლში.

შევამჩნიე შენი ფოტო

და ცარიელი ოთახი
გათბა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 321 / თარიღი: 2020-09-26 / 1:36 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (ბავშვობიდან რაც მახსოვს, არასდროს ვეძებდი იოლ გამოსავალს, ყოველთვის მქონდა იდეა...)


ბავშვობიდან რაც მახსოვს,
არასდროს ვეძებდი იოლ გამოსავალს,
ყოველთვის მქონდა იდეა,
ახლა კი პირიქით —
ვცდილობ ვიმოქმედო, რაც შეიძლება მოკლედ და მარტივად.

გავიზარდე მაშინ,
როდესაც დავკარგე ბავშვობის ოცნებები
და დღევანდელი დღის უარესად ჩავლის შიში. < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 286 / თარიღი: 2020-09-26 / 1:35 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — შენი გათენებული დილის გემო..


გათენდა.
გავიღვიძე.
მიჩვეული ვარ უშაქრო ყავას.

გამახსენდი.
მომინდა ჩაგხუტებოდი,
გაგსაუბრებოდი.

დასამშვიდებლად,
ყავიან ჭიქაში ჩავიყარე სამი კოვზი შაქარი
და უამრავ კილომეტს მიღმა
შევიგრძენი
შენი გათენებული დილის გემო..

კომენტარები: 0 / ნანახია: 340 / თარიღი: 2020-09-26 / 1:33 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — The hope of happiness


სიკეთე და სიყვარული —
ფილემონი და ბავკიდა.
ბედნიერების იმედი მზეზე უმალვე გაშრება.

საცვლები და ორი კაბა გოგონამ თოკზე გაკიდა.
ჟრიამულია ეზოდან, გაღიმებული ბავშვების.

წერილების და სიზმრების ზღაპრებად გადაბირება.
გრძელდება ეს მელოდია
და იხატ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 420 / თარიღი: 2020-09-26 / 1:19 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (სად არის შენი სახლი?..)


შენ ხარ ჩემი სევდიანი ამინდი,
ცრემლის გარეშე.

მწამს,
ოდესმე შეგეხები
და გამოიდარებ..სად არის შენი სახლი?

ალბათ იქ,
სადაც ვინმე გელის და გრძნობ სითბოს მათგან,
ან იმ შიშველი კედლებიდან,
რომლებსაც ერთ დროს იმეტებდი მუშტებისთვის,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 313 / თარიღი: 2020-09-26 / 1:19 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (შენ ხარ ჩემი სევდიანი ამინდი, ცრემლის გარეშე..)


შენ ხარ ჩემი სევდიანი ამინდი,
ცრემლის გარეშე.

მწამს,
ოდესმე შეგეხები
და გამოიდარებ..

კომენტარები: 0 / ნანახია: 427 / თარიღი: 2020-09-26 / 1:19 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი —* * * (როდესაც ჩემს გვერდით ხარ, გიყურებ და ვდუმვარ. არ ვიცი რა გითხრა..)


როდესაც ჩემს გვერდით ხარ,
გიყურებ და ვდუმვარ.
არ ვიცი რა გითხრა.

ვუსწრაფებ ფეხს და შენც მომყვები.
ვჩერდები და შენც.

ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო,
მაგრამ ორივე ვდუმვართ.

ჩვენ ერთად ყოფნისას ვკარგავ საკუთარ თავებს,
რომელსაც ერთმან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 313 / თარიღი: 2020-09-26 / 1:19 PM / შაბათი

« 1 2 3 4 ... 425 426 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0