მთავარი » მასალის არქივი ნიკა ძამიაშვილი — * * * (მე მწამს იმ ნახატის, სიმღერის, ნათქვამი ან დაწერილი სიტყვის..)მე მწამს იმ ნახატის, სიმღერის, ნათქვამი ან დაწერილი სიტყვის, რომელშიც ჯერ კიდევ შემორჩა ორი გრამი პოეზია, როგორც გამოსაწრუპად დარჩენილი ლუდის წვეთები ბოთლზე ხაზებად.. ნიკა ძამიაშვილი — * * * (გავედი გარეთ. შემხვდა ეტლში მჯდომი ახალგაზრდა, რომელიც გალოთდა..)გავედი გარეთ. შემხვდა ეტლში მჯდომი ახალგაზრდა, რომელიც გალოთდა. პურის საყიდლად დამაკლდა ხურდა. დაიხურა მაღაზია, სადაც გამყიდველი და მფლობელი ერთი ადამიანი იყო და ბებიასავით ვუყვარდი. ძმაკაცი თვითან-თვემდე ვერ კვებავს მეუღლეს და ბავშვს. . ... კითხვის გაგრძელება » ნიკა ძამიაშვილი — * * * (ნერვები, როგორც არყით სავსე ბოთლი, მას მიყოლებული ქვედა ტუჩის თხელი გარსი, სიმშვიდე, როგორც ..)ნერვები, როგორც არყით სავსე ბოთლი, მას მიყოლებული ქვედა ტუჩის თხელი გარსი, სიმშვიდე, როგორც მიუწვდომელი ვარსკვლავი, შფოთვა კი ის, რითაც გადააყოლებ დღიდან-დღეს. მე ვარ წყნარი და მშვიდი, თუნდაც შევიშალო. არ მიცნობ და არ იცი ჩემი გარეკვის პიკი. ... კითხვის გაგრძელება » ნიკა ძამიაშვილი — * * * (ბავშვობაში, რამდენჯერ დაგინგრევია მიწისგან პატარა ვედროს დახმარებით სხვისი გამომცხვარი პასკა..)ბავშვობაში, რამდენჯერ დაგინგრევია მიწისგან პატარა ვედროს დახმარებით სხვისი გამომცხვარი პასკა და ზედ გაგიყვანია გვირაბი ან მოკლე გზა შენი ქალაქიდან სათამაშო მანქანის მეშვეობით საზღვრების გასაცდენად,. რამდენს გიპასუხიათ ვინმესთვის უბრალო წყ ... კითხვის გაგრძელება » ნიკა ძამიაშვილი — * * * (აბრეშუმის კაკაო. ხოჭოების აივანი. ხის ტოტის რბილობის ფაფა..)აბრეშუმის კაკაო. ხოჭოების აივანი. ხის ტოტის რბილობის ფაფა. მწვანე დაფხვნილი ქვის ფოთოლივით სიმწარე და სიყვითლე, როგორც ჩაისთვის მიჭყლეტილ ლიმონზე მოყრილი შაქარი. წყლის ლურსმნები, რომლებიც ეწირებიან ჩემთვის გასათხრელ ორმოს. ... კითხვის გაგრძელება » ნიკა ძამიაშვილი — * * * (დედა აბარებს საუთარ სისხლს, რომ ბავშვს მოუხარშოს წიწიბურა და წყალში ჩაულბოს პური)დედა აბარებს საუთარ სისხლს, რომ ბავშვს მოუხარშოს წიწიბურა და წყალში ჩაულბოს პური. ეს ჩემი ქალაქია, სადაც დილა მზის ამოსვლის ნაცვლად, ვინმე კეთილი ძიას ნაჩუქარი ძეხვისგან გამოწვეული შვილის ღიმილით ნათდება, და მაშინ ქრება სახიდან მხიარულება, ... კითხვის გაგრძელება » ნიკა ჩერქეზიშვილი — ციკლიდან "მა" (მეოთხე ლექსი) ნეკნები (ბუდე) - თეკლას / nika cherkezishvili — ciklidan "ma" (meotkhe leqsi) neknebi (bციკლიდან - მა (მეოთხე ლექსი) ნეკნები (ბუდე) თეკლას მა, როცა ორჯერ ორია ოთხი, ანუ - მარტივი ჭეშმარიტება - ის, რომ ყოველდღე ცარიელ ოთახს, რომელშიც ცვივა მკვდარი ჩიტები ჭერიდან, მარტო ვუახლოვდები და სანამ შევალ, ვ ... კითხვის გაგრძელება » თორნიკე ჭელიძე — წვეთი სინათლე (თეკლა ჩერქეზიშვილს) / tornike chelidze — tsveti sinatle (tekla cherqezishvils)შენ ახლა ბავშვი ხარ, თეკლუ, და დრო მოვა - მე ჭიანჭველების ქალაქებს გაჩვენებ, გეტყვი, რომ სამყარო არყოფნის დრამაა, რომ ნაგვის ბუნკერში ვაგროვებთ ნარჩენებს სიცოცხლის, სიკვდილის, აწმყოს, თუ სიზმართა, ჩვენ ყველა ოცნება ეკლებს შევახიეთ, რომ გულში მიაგნებ სიკეთის ... კითხვის გაგრძელება » თორნიკე ჭელიძე — საკუთარი სახე რომ ნახო, სარკის სანაცვლოდ, შენი ბავშვობის .. / tornike chelidze — sakutari sakhe rom nakho, sarkis sanacvlსაკუთარი სახე რომ ნახო, სარკის სანაცვლოდ, შენი ბავშვობის თვალებში უნდა ჩაიხედო და გაიხსენო; თუ რას ეცადე და ვერ შეძელი, რა მოატყუე, რა შეუსრულე, - ყველაფერი ამოთქვა ერთად და დაელოდო; როგორც შეძლებს, დაგეხმ ... კითხვის გაგრძელება » თორნიკე ჭელიძე — დღეს ვნახე ჩემი ძალიან ძველი ჩანახატები.. / tornike chelidze — dghes vnakhe dzalian dzveli chanakhatebiდღეს ვნახე ჩემი ძალიან ძველი ჩანახატები. ვათვალიერე და ერთ-ერთმა გული ჩამწყვიტა; დამიხატავს ჩემი ოჯახი: მამა, დედა, მე და ჩემი და, უკან კი რაღაც სახლი დამიდგამს, პატარა სახლი, ფანჯრებით, ერთი ღია კარით და გვერდზე დახრილი ვიწრ ... კითხვის გაგრძელება » |
საიტის მენიუ
ძებნა
კალენდარი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |