მასალის არქივი - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-05-17, 1:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » მასალის არქივი



ლადო ასათიანი - ისე გავიდა ეს გაზაფხული... / lado asatiani - ise gavida es gazafkhuli...


ისე გავიდა ეს გაზაფხული...
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი,
მე _ სიყვარულით ვარ დაზაფრული,
კიდეც რომ მსურდეს, ვეღარ მიშველი.
ისე გავიდა ეს გაზაფხული,
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი.

რა დაგიშავე, მითხარი ბარემ,
რად ამითრთოლე მგზნებარე გული,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1127 / თარიღი: 2014-08-05 / 11:42 PM / სამშაბათი

ლადო ასათიანი - მე მიყვარს, როცა ყანაში გახვალ და მოგაგებებს სიმინდი ლახვარს / lado asatiani - me miyvars, roca kanashi gakhval da mogageb


მე მიყვარს, როცა ყანაში გახვალ
და მოგაგებებს სიმინდი ლახვარს.

მე მიყვრს, როცა ყანაში გახვალ
და დილის ნამით გაილუმპები
თუ ეს ერთხელაც არ განგიცდია,
სიტყვის უთქმელად დაიღუპები.

ან როცა იწყებ სიმინდის მოროდს
და ფეხზე სველი მიწა გეყრება...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1242 / თარიღი: 2014-08-05 / 11:39 PM / სამშაბათი

ილია ჭავჭვაძე - გაზაფხული / ilia chavchavadze - gazafkhuli


ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი
მეტის ლხენითა სტირის.

აყვავებულა მდელო,
აყვავებულან მთები;
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?

კომენტარები: 0 / ნანახია: 1368 / თარიღი: 2014-08-05 / 11:30 PM / სამშაბათი

ილია ჭავჭვაძე - ყვარლის მთებს / ilia chavchavadze - kvarlis mtebs


სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,
მაგრამ თქვენს ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:
თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად, ვით ჩემი გული,
თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!
მახსოვს, ყრმა ვიყავ, ძლივს მოსული გონს და ცნობასა,
როს სიდიადე თქვენი მგვრიდა კანკა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1457 / თარიღი: 2014-08-05 / 11:27 PM / სამშაბათი

გიორგი ლეონიძე - წეროს თოვლი / giorgi leonidze - tseros tovli


მზემ შეალბო შეყინული ბზარები,
დნება წეროს თოვლი:
რეკენ ყინვის იისფერი ზარები
უკანასკნელ თრთოლვით.

უკანასკნელ სიკვდილამდე შენთან ვარ,
უკანასკნელ სულის ამოხდომამდი,
სიჭაბუკევ! ხელში გამიქანდები,
როგორც ზღვაში გაქროლილი ხომალდი.

მომე ჭ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1270 / თარიღი: 2014-08-05 / 11:23 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - მე და ღამე / galaktion tabidze - me da ghame


ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება
მთვარით ნაფენს არე-მარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს.
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1246 / თარიღი: 2014-08-05 / 11:20 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - დროშები ჩქარა / galaktion tabidze - droshebi chqara


გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...
დროშები ჩქარა!

თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს- წყარო ანკარა...
დროშები ჩქარა!

დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა.
მათ ხსოვნას ქვეყანა ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3289 / თარიღი: 2014-08-05 / 11:18 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - მერი / galaktion tabidze - meri


შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწვოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1389 / თარიღი: 2014-08-05 / 11:15 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - შერიგება / galaktion tabidze - sherigeba


ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი,
თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები
და წავალ ქარში, როგორც მოცარტი,
გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით.

დღეს ყველგან მზეა. ახლა ამ ბაღებს
და მყინვარს, მაღალ ზრახვათა მეფეს,
მაისი ალით ააზამბახებს,
ვით შეყვარებულს და მეოცნე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2025 / თარიღი: 2014-08-05 / 11:13 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ლურჯა ცხენები / galaktion tabidze - lurja ckhenebi


როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.

მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1313 / თარიღი: 2014-08-05 / 11:12 PM / სამშაბათი

« 1 2 ... 365 366 367 368 369 ... 425 426 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0