Загрузка...
ლადო ასათიანი - ისე გავიდა ეს გაზაფხული... / lado asatiani - ise gavida es gazafkhuli... - 5 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 5 » ლადო ასათიანი - ისე გავიდა ეს გაზაფხული... / lado asatiani - ise gavida es gazafkhuli...


11:42 PM
ლადო ასათიანი - ისე გავიდა ეს გაზაფხული... / lado asatiani - ise gavida es gazafkhuli...


ისე გავიდა ეს გაზაფხული...
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი,
მე _ სიყვარულით ვარ დაზაფრული,
კიდეც რომ მსურდეს, ვეღარ მიშველი.
ისე გავიდა ეს გაზაფხული,
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი.

რა დაგიშავე, მითხარი ბარემ,
რად ამითრთოლე მგზნებარე გული,
რისთვის მომიკალ, რად გამიმწარე
ეს სიჭაბუკე და გაზაფხული.

მე სიყვარული ამიტანს უცებ,
დაგეძებ, დამდევს ფიქრთა კრებული,
დავიარ თბილის-ქალაქის ქუჩებს
და დავბრუნდები აცრემლებული.

ვაი, სად გნახო, საით იქნები,
ვიცი _ გარბიხარ და მემალები,
შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრები
და ამღვრეული ჩემი თვალები.

ჩემთვის ერთია, სადაც იქნები,
ჩემს სიყვარულში დაგაჯერებენ,
შემოგხვდებიან ჩემი ფიქრები
და ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ.

შენ შემომხედავ მწყრალი თვალებით,
გაიცქრიალებ და შებრუნდები,
მე ვნებიანი და ნამთვრალევი
გეტყვი: _ აროდეს არ შემძულდები!

ნუ გაფრინდები, ჩემო ოცნებავ,
ნუ გაგიტაცებს თრთოლვა ქალური,
მე შენთვის მინდა ეს საოცრება,
ეს სიჭაბუკე და სიყვარული.

ნუ მათქმევინებ ამ გაზაფხულზე:
_ ნეტავი, მიწა მეყაროს გულზე!

ჰოდა, თუ მოხვალ ვარდებით ხელში
(პოეტებს უყვართ ვარდის სურნელი)
ვიმღერებ მუდამ მე, შენი ეშხით
და სიყვარულით განუკურნელი.

დავლევთ სიყვარულს, როგორც ტკბილ ღვინოს,
გეტყვი, რაც დამაქვს გულში ფარული,
მერე წავიდეთ, დავაგვირგვინოთ
ეს სიჭაბუკე და სიყვარული.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1159 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0