რობერტ მესხი - სათამაშო / robert meskhi - satamasho
გ.-ს ვიღაზე ვწერო?.. შენ წახვედი, ყველა წავიდა... დავრჩი მარტოკა... გდია დივანზე ხის წავი და ბამბის მარტორქა. რა მოხდა მერე, თუ ბავშვობას წლები გვაშორებს?!. ვგავართ მე და შენ ერთმანეთს და... სათამაშოებს.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1044 / თარიღი: 2015-06-25 / 8:52 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - სარკეები / robert meskhi - sarkeebi
დაცლილი ჰოლი. დიდ სარკეებში ვირეკლები მარჯვნივ და მარცხნივ. ვიცოდე მაინც, რომელში ვარ უფრო ნამდვილი?.. შენ არ ითვლები, შენი თვალების სარკეებში ნეკერჩხალს ვგავარ, მეყსეულად ფოთლებშემოცლილს...
კომენტარები: 0 / ნანახია: 1280 / თარიღი: 2015-06-25 / 8:51 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - სიზმარი / robert meskhi - sizmari
ხიდები დავწვი, მომეძალა ანაქრონიზმი... ახდა სიზმარი - ნისლიანი კენტერბერია. ახლა გამშრალი ნიჟარების ჩურჩულს რომ ვისმენ, ესეც ბევრია... აქ ზღვა წააგავს მხატვრის ტილოს, ნახევრად წაშლილს, ლივლივებს მთვარე - დაქცეული აპერიტივი. ერთ დროს მე ქვიშის მარცვალივით შენ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1055 / თარიღი: 2015-06-25 / 8:49 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - სუნთქვა ტაოდან / robert meskhi - suntqva taodan
ჰო, ოშკი ისე აზიზია, მეათეში რომ ჩაისუნთქა, ოცდამეერთეს მოატანა სუნთქვაშეკრულმა – ცა თავზე არ ჩამომექცესო... შენ რა გადარდებს, აზიზიე?! – აქ მეჩეთი, იქ კი – მედრესე, ბერძნული ტროა... გადამწვარი ანატოლია... ჩემი ქართლი მჭადის ტოლია
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1101 / თარიღი: 2015-06-25 / 8:41 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - სურვილი / robert meskhi - survili
სოფელში მინდა წავიდე და კაკლის აკვნები გამოვთალო, მინდორი მინდა მოვთიბო და ბალახი გულზე დავიყარო. სუ ერთიანად გაოფლილმა პირზე შევისხა წყაროს წყალი, საყდარს მივადგე, იქ მოვიდეს ოქროსთმიანი ჩემი ქალი. ლოცვა ლექსივით წაიკითხოს, ფრთხილად დაუყვეს ღრეს და ბექობს, სახლის
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1102 / თარიღი: 2015-06-25 / 8:40 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - ტყეში / robert meskhi - tkeshi
მითხარი ერთი, ამ ბილიკებს როგორ მოვიშლი?.. მაცილებს მთვარე და რატომღაც ცერად მიყურებს... შემცივდა წუხელ ფიჭვის ტყეში, მთლად დათოვლილში, და დეკემბერი საბანივით წამოვიხურე. ეჰ, სიყვარულო, შენც რომ მწარე ცრემლით დამტირი... (რა ვქნა, დამჩემდა ბავშვობიდან ზეცის ყურება),
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1019 / თარიღი: 2015-06-25 / 8:40 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - ფერისცვალება / robert meskhi - feriscvaleba
ფერისცვალებას წყალში სახლისხელა ყინული ვარდებაო, ამბობენ. "და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი" (მათე XVII, 2). არ ჩავარდნილა სახლისხელა ყინული წყალში, სიზმარში ცხუმი მომეჩვენა, მერე – თაბორი. შენ პალესტი
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1827 / თარიღი: 2015-06-25 / 8:39 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - ფიქრიას / robert meskhi - fiqrias
ჩაგეცვა ფეხზე... მხურვალეა აგვისტოს ქვიშა, გატიხრავს ხვატი ზღვას და ხმელეთს ოქროს ფარდებით... წუხელ რომ შტორმი დაგესიზმრა, არაფერს ნიშნავს, – ნუ გედარდება!.. გდია მედუზა, როგორც წვიმით სავსე ღრუბელი, მეთევზეები ბადეს შლიან, ბაგირებს წნავენ. შენ ხარ ჩემი ნავს
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1123 / თარიღი: 2015-06-25 / 8:38 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - ქალი / robert meskhi - qali
ქალს გაფურჩქნილი ყვავილივით უჭირავს ქოლგა, მივდევ და გავცდი: ცარიელ კაფეს, ჩემს სამსახურს, სამორინესაც... ისწორებს კაბას... უსაშველოდ უხდება თეთრი, _ მე კი _ გალუმპულს _ ეს აღმართი მგონია შხარა... და მიდის ქალი, _ გზას ფარავს და...
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1136 / თარიღი: 2015-06-25 / 8:38 AM / ხუთშაბათი
რობერტ მესხი - ქრისტეშობისთვე / robert meskhi - qristeshobistve
სიზმარს ავყევი, გავაღვიძე თეთრი ნაძვები, გადმომილაგა ნოსტალგიამ ფოტოარქივი, ამ მუხის კასრში უძვირფასეს სევდას ვაძველებ სარაჯიშვილის ქარვისფერი კონიაკივით. ქრისტეშობისთვე მოშიშვლებულ ნაპირს დახატავს, შენ და სოხუმი _ რა შორსა ხართ ახლა ორივე... მარსის მინდორზე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1145 / თარიღი: 2015-06-25 / 8:37 AM / ხუთშაბათი
|