Загрузка...
რობერტ მესხი - სურვილი / robert meskhi - survili - 25 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » რობერტ მესხი - სურვილი / robert meskhi - survili


8:40 AM
რობერტ მესხი - სურვილი / robert meskhi - survili
სოფელში მინდა წავიდე და კაკლის აკვნები გამოვთალო,
მინდორი მინდა მოვთიბო და ბალახი გულზე დავიყარო.
სუ ერთიანად გაოფლილმა პირზე შევისხა წყაროს წყალი,
საყდარს მივადგე, იქ მოვიდეს ოქროსთმიანი ჩემი ქალი.
ლოცვა ლექსივით წაიკითხოს, ფრთხილად დაუყვეს ღრეს და ბექობს,
სახლის ჭიშკართან დიდი ძაღლი კუდის ქიცინით მომეგებოს.
ზამთარში თოვლი მოვიდეს და ბუხარში ცეცხლი ბრიალებდეს,
დღე _ მარნის კარი, ღამ-ღამობით ჩვენი საწოლი ჭრიალებდეს,
ცხრა თვეში ვაჟი მეყოლოს და... კიდევ გავიდეს ათიოდე...
მე აშო ჩელას~ ვმღეროდე და გაღიმებული დავდიოდე...
სოფელში მინდა წავიდე და კაკლის აკვნები გამოვთალო,
სიმინდი მინდა მოვტეხო და ცვარ-ნამი გულზე დავიყარო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1107 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსები პოეზია, robert mesxi, robert meskhi, leqsebi, leksi, რობერტ მესხი, leqsi, leksebi, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0