ლექსები - პოეზიის სამყარო
ოთხშაბათი, 2024-11-20, 6:31 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ბექა აბუთიძე - 36 / beqa abutidze - 36


ისევ დაამჩნიე ნამწვავს აღელვება,
გარე განათება გლანდავს ფარდებიდან.
შენი ოთახიდან სამის ნახევარი
თეთრი ყვავილივით გზაზე ვარდებოდა.
ალბათ ნაწვიმარი ქუჩა აყვა ვინმეს,
იყო გადაფრენა, მაგრამ ჩრდილოეთით.
შერჩა შემოდგომის წითელ საყვავილეს
შენი მოლოდინის მკრ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1180 / თარიღი: 2015-06-25 / 9:25 AM / ხუთშაბათი

ბექა აბუთიძე - ლურჯი ქოლგა / beqa abutidze - lurji qolga


თითებშუა სითბო,
სიგარეტის კვამლი.
წვიმა თითო-თითო,
წვიმა ცალი ცალზე.
უცნაურად მინდა
დავლიო და მოვლბე.
მერე აივნიდან
შენი ლურჯი ქოლგა
დავინახო, უკან
როგორ გექაჩება.
მიხვრა-მოხვრით უკრავ
ტანში! ვერ გაჩერებ.
ტუჩი, თითი, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1331 / თარიღი: 2015-06-25 / 9:24 AM / ხუთშაბათი

რობერტ მესხი - მერე კი თურმე ... / robert meskhi - mere ki turme ...


...მერე კი თურმე
ყველა სახლი პატარავდება,
არც საწოლია საკმარისი,
აღარც საბანი.
(ასე სამფეხა სკამი მახსოვს,
პაპის პაპის ნაქონი სკამი,
ხან ერთ კუთხეში მიაგდებდნენ, ხან - მეორეში,
ნაგვის მანქანას არ ატანდნენ, -
ენანებოდათ!)
ნუ...
ნუ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1123 / თარიღი: 2015-06-25 / 9:14 AM / ხუთშაბათი

რობერტ მესხი - სხალთასთან მთები აკმევენ ... / robert meskhi - skhaltastan mtebi akmeven ...


სხალთასთან მთები აკმევენ ნისლებს,
მე აქ ვარ ისევ
მოკვლად წყურვილის,
წყურვილის მოკვლად...
გზა არის მოკლე,
მოკლე და ვიწრო.
ხეობა ყვითელ სამოსელს იძრობს
ქარის ხელებით...
მე აქ ვარ ისევ,
თეთრი ტაძრის საკურთხეველთან, –
და მჯერა...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1062 / თარიღი: 2015-06-25 / 9:13 AM / ხუთშაბათი

რობერტ მესხი - მტვრით და ნისლებით ... / robert meskhi - mtvrit da nislebit ...


მტვრით და ნისლებით,
საფეთქლებზე სისხლის მოწოლით
დამნათის მთვარე _
გამოჭრილი აპლიკაცია.
დიდი ხანია
ჩაინაცრა ჩემი კოცონი,
დავდივარ ახლა,
გიხსენებ და... ტანში მაციებს...
არ ვიცი დღემდე
შევეხიზნო რომელ სალოცავს,
სად დავსვა მძიმე,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1147 / თარიღი: 2015-06-25 / 9:12 AM / ხუთშაბათი

რობერტ მესხი - რაღაც შორეული მონატრებით ... / robert meskhi - raghac shoreuli monatrebit ...


რაღაც შორეული მონატრებით,
რაღაც უცნაური რუდუნებით,
დგანან ქარაფებზე მონასტრები,
ცისკენ ილტვიან და... დუდუნებენ.
დამყავს გულის ჯიბით რვეულები,
დარდობს უმზეობას ბეგონია,
ჩემში - წვიმების და, ჩვეულებრივ,
შენი მონატრების სეზონია.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1119 / თარიღი: 2015-06-25 / 9:12 AM / ხუთშაბათი

რობერტ მესხი - ეგვიპტე, 2011 / robert meskhi - egvipte, egypt, 2011


ბორკილებს არა აქვთ წონა.
ყველა მათგანი რეაგირებს მაგნიტზე და ჟღარუნობს,
როცა მივდივართ ქოქოსების სანაპიროზე,
სუეციდან ალექსანდრიისკენ
ან სამხრეთით –
შუა წელისკენ ნილოსის,
რომელსაც ვერაფრით სწვდებიან ცხელ ქვიშაში ფესვგადგმული პირამიდები,
და ყვირიან ასე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1105 / თარიღი: 2015-06-25 / 9:11 AM / ხუთშაბათი

რობერტ მესხი - ალვა / robert meskhi - alva


გაშიშვლდა ალვა...
მილოსელივით... ცალი მკლავი გამოაჩინა.
ვდგავარ და ვუმზერ,
შეფუთული ათასი ნაჭრით,
ნაჭრით და იჭვით...
ნამეხარია, მაგრამ მაინც ბედნიერია!..
ძვალს ატანს სუსხი, –
დეკემბერია...

კომენტარები: 0 / ნანახია: 1094 / თარიღი: 2015-06-25 / 9:10 AM / ხუთშაბათი

რობერტ მესხი - ამოგვიკითხეს... / robert meskhi - amogvikitkhes...


ამოგვიკითხეს ლინგვისტებმა
ვაი-ვაგლახით.
შენ ყოფილხარ შ ე მ ა ს მ ე ნ ე ლ ი,
თან შედგენილი,
მე _ ქ ვ ე მ დ ე ბ ა რ ე...
ჯერ იყო ასე:
ქვამდე ბარეს მიწის მთხრელებმა,
წვრილი ფუნჯები გვიღიტინეს,
ქიმიკატებით ამოგვივსეს
მშრალი ვენები.
მე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1071 / თარიღი: 2015-06-25 / 9:09 AM / ხუთშაბათი

რობერტ მესხი - ამულეტი / robert meskhi - amuleti


/დედას/

დედი,
საბანი დამახვედრე,
ფოთლებიანი,
აპრილში ცივა
ღამ-ღამობით,
აბაშის პირას,
სადაც წისქვილი
ფქვავს
და აფრთხობს
უბელო ცხენებს.
დედი,
წამალი ჩამინაყე,
შუბლი მაქვს ცხელი...
ვღელავ,
ვბო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1058 / თარიღი: 2015-06-25 / 9:09 AM / ხუთშაბათი

« 1 2 ... 118 119 120 121 122 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0