მთავარი » ლექსები
აკაკი სურმანიძე - ზეცა იხსნება / akaki surmanidze - zeca ikhsneba
ზეცა იხსნება,
იყრებიან კუშტი ღრუბლები,
ეს ნეტარება
დაკოდილ გულს
რა ცოტა ახსოვს,
მთვარე იღვრება,
ხავერდოვან სამოსელს მაქსოვს
და ისევ პირველ სიყვარულზე
გესაუბრები.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1001 / თარიღი: 2015-01-05 / 4:34 PM / ორშაბათი
აკაკი სურმანიძე - კრიალოსანი / akaki surmanidze - krialosani
შუახევის ერთ სოფელში, დაბადებიდან ბრმა, მოხუცი ქალბატონი ვნახე, ხელში აბრეშუმის ძაფზე ასხმული, ხისგან გამოთლილი ქართული ანბანისაგან შედგენილი კრიალოსანი ეჭირა და მარცვლავდა. - `მრავალი წელია ვეფერები ამათ და ძალას მაძლევსო!”
შენი სული ერთვის
თამარსა და საბას,
გვისახსოვრებ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1650 / თარიღი: 2015-01-05 / 4:32 PM / ორშაბათი
აკაკი სურმანიძე - ლექსი ქართული / akaki surmanidze - sleqsi qartuli
ჩემი სუნთქვაა ლექსი ქართული
სატევარივით წელგამართული.
- პირით ფხიანი,
- ბწკარვეფხვიანი,
ორომტრიალში
ფიცხლად ჩართული.
ჩემი ლოცვაა
ლექსი ქართული
პატიოსნება
შემონახული.
- ტანვაზიანი,
- მაღალზნიანი,
ტაძრის ჩუქურთმა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1242 / თარიღი: 2015-01-05 / 3:59 PM / ორშაბათი
აკაკი სურმანიძე - სავიზიტო ბარათი / akaki surmanidze - savizito barati
როგორც სულის ყვავილი,
მომიძღოდა მარადის,
მადლი ხალხურ სიმღერის,
_ სავიზიტო ბარათის.
ნაბადივით მესხა და
ყაბალახად მეხურა
ჩემი `ოდოია” და
ჩემი ~ხასანბეგურა.”
სულ თილისმად ვატარე
სტვირია თუ ფანდური.
ხმალის ჟინი - `ჩაკრულო
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1162 / თარიღი: 2015-01-05 / 3:58 PM / ორშაბათი
აკაკი სურმანიძე - უწყვეტი გამმა / akaki surmanidze - utskveti gamma
აკვნის კამარა,
თმის კავი და
სანთლების სამა,
აი, დიადი სამი ძალის
უწყვეტი გამმა.
მომავლის მზერა,
თბილი სუნთქვა
და სავსე უბე -
ვით სიცოცხლის და
სიყვარულის
უშრეტი გუბე.
ჩვეული ჟინი,
არტახები
და აკვნის
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1003 / თარიღი: 2015-01-05 / 2:56 PM / ორშაბათი
აკაკი სურმანიძე - ჩემს სოფელს / akaki surmanidze - chems sofels
მკვდარიც შენი ვარ, ცოცხალიც,
ვმღერივარ, რა დამაღონებს,
ეს სიყვარული მარადის,
გაფრენილ ყრმობას მაგონებს.
დაგეხსომები უთუოდ,
პოეტი კაცის სახელით,
შენით თუ შენზე მლოცველი,
მხოლოდ სიკეთის მზრახველი.
გულს მოფენილი ბწკარედით,
როგორც შენ ლურჯი
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1081 / თარიღი: 2015-01-05 / 2:55 PM / ორშაბათი
აკაკი სურმანიძე - ჭიამაია (ანუკის) / akaki surmanidze - chiamaia (anukis)
მალე ბედი თავის სათქმელს იტყვის,
ყოველი დღე შენს მომავალს სახავს,
მოვა, ვინმე უეჭველად მოვა,
როცა შენში გულის რჩეულს ნახავს!
საქმეს მხოლოდ შენი ჭკუა არ სჭირს,
ამ ცხოვრების გამოცანა დიდია,
შენ, რძესავით ყურის თხოვა გჭირდება,
შენი ხვედრი წუთი-წუთზ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1652 / თარიღი: 2015-01-05 / 2:54 PM / ორშაბათი
აკაკი სურმანიძე - ხანძართა გვერდით / akaki surmanidze - khandzarta gverdit
ხანძართა გვერდით,
როცა სულში კიალებს ჭრაქი,
ნუ ქნას უფალმა,
დავიჩემო უმსგავსო ბაქი.
მთავარი, - ჭრაა!
და თუ გასჭრა შუქმა წკვარამი,
მეტადრე კარგი,
მეტადრე კარგი,
სანატრელია განა სხვა რამე
თუ განმაშორა შუქმა ვარამი?
მადლი შენს ნათელს
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1089 / თარიღი: 2015-01-05 / 12:23 PM / ორშაბათი
ანა სურმანიძე (ქალთამზე) - დალოცა და გამოცალა / ana surmanidze (qaltamze) - daloca da gamocala
დალოცა და გამოცალა
ღმერთმა პირმშოს ფიალა
და ფეხმძიმე პოეზიამ
ლექსი იმშობიარა.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1173 / თარიღი: 2015-01-05 / 11:19 AM / ორშაბათი
ანა სურმანიძე (ქალთამზე) - ავტოპორტრეტოგრაფია / ana surmanidze (qaltamze) - avtoportretografia
ჰამაკში ვწერვარ
ვისვენებ და შევსცქერი ზეცას...
ღმერთო!...
ზეცაში ფილმად ვნახე ჩემი წარსული...
ჩანასახიდან
როს ჯერ კიდევ მუცელი მეცვა
ვითვლი დროის ზრდას... რა დრო გასულა...
დედამ იკივლა...
ტკივილისგან შეიძრა მიწა,
ტკიოდა ხორცი, ძარღვში ურ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1229 / თარიღი: 2015-01-05 / 11:18 AM / ორშაბათი
კალენდარი
« ნოემბერი 2024 » ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0