Загрузка...
აკაკი სურმანიძე - სავიზიტო ბარათი / akaki surmanidze - savizito barati - 5 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 5 » აკაკი სურმანიძე - სავიზიტო ბარათი / akaki surmanidze - savizito barati


3:58 PM
აკაკი სურმანიძე - სავიზიტო ბარათი / akaki surmanidze - savizito barati


როგორც სულის ყვავილი,
მომიძღოდა მარადის,
მადლი ხალხურ სიმღერის,
_ სავიზიტო ბარათის.

ნაბადივით მესხა და
ყაბალახად მეხურა
ჩემი `ოდოია” და
ჩემი ~ხასანბეგურა.”

სულ თილისმად ვატარე
სტვირია თუ ფანდური.
ხმალის ჟინი - `ჩაკრულო”,
მკლავის ძალა - `ნადური”.

რადგან ღმერთის მესმოდა,
ჯვარზე ვიყავ გაკრული,
ჯვარით გარდამოხსნაა
`აჭარული მაყრული”.

დღემდე ასე ვიარე
უზნეობის მგმობელმა,
მიხსნა ჩემმა სიმღერამ
სულის სალაღობელმა.

მიწით, ვიდრე ცათამდე,
მაკავშირებს მარად ის.
მაშ, დიდება სიმღერის,
_ სავიზიტო ბარათის!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1167 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, poetebi, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0