Загрузка...
ანა სურმანიძე (ქალთამზე) - ავტოპორტრეტოგრაფია / ana surmanidze (qaltamze) - avtoportretografia - 5 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 5 » ანა სურმანიძე (ქალთამზე) - ავტოპორტრეტოგრაფია / ana surmanidze (qaltamze) - avtoportretografia


11:18 AM
ანა სურმანიძე (ქალთამზე) - ავტოპორტრეტოგრაფია / ana surmanidze (qaltamze) - avtoportretografia


ჰამაკში ვწერვარ
ვისვენებ და შევსცქერი ზეცას...
ღმერთო!...
ზეცაში ფილმად ვნახე ჩემი წარსული...
ჩანასახიდან
როს ჯერ კიდევ მუცელი მეცვა
ვითვლი დროის ზრდას... რა დრო გასულა...
დედამ იკივლა...
ტკივილისგან შეიძრა მიწა,
ტკიოდა ხორცი, ძარღვში ურცად
მდინარე სისხლი...
და გავიხადე დედის მუცელი,
რომელშიც ცხრა თვე ჩემი ძმა იწვა...
და დედამიწას ვუთავაზე ორივე წიხლი...
და დავემატე დედამიწას – ჩემივე აკვანს...
მოურიდებლად გავეხვიე ზეცის საფენში,
გავიზარდე და... ზეცას ჩემი სურვილი გაჰყვა,
ახლაც ამიტომ შემომცქერის ალბათ, სახეში.
მერე მინდოდა...
სულ მინდოდა უფალთან ყოფნა...
და უღმერთობა მაწამებდა, სულს მიხუთავდა,
მე სიყვარული მინდოდა და არ მოდიოდა,
ეს უღმერთობა სიყვარულის კარებს ხურავდა...
ბევრი ვიარე გადავსერე გოლგოთა თითქოს,
და ჩემი ცოდვა თან ვათრიე ჩემივე ჯვარი,
ცრემლის და ოფლის გახსენებით დღეს ფრჩხილსაც ვითბობ,
ვგრძნობ, მთელ სხეულზე მომეფინა იმ ცოდვის ცვარი.
მაინც არ ვნანობ, გეფიცებით არც ერთი წამით,
მიწოდეთ ბრიყვი, მიწოდეთ ბრმა, თუნდაც შეშლილი,
არ ვნანობ წარსულს, მე უღმერთო წარსულიც მინდა,
რომ ჩემს მომავალს მივეგებო კვლავ დაგეშილი...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1236 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, poetebi, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0